ასეთი კითხვა გამიჩნდა: როგორ წარმოგიდგენიათ რობერტ სტურუას საქართველო?
აშკარაა, რომ ის რაღაცა მხრივ ”მიხეილ სააკაშვილის საქართველოს” ანტიპოდია (ამას, სხვა თუ არაფერი, რეჟისორის მიერ პოლიტიკოსისადმი გამოთქმული პრეტენზიები გვაფიქრებინებს). მაგრამ, შესაძლოა, განსხვავება არც ისეთი რადიკალურია, როგორც გვგონია. მოკლეთ, ჩართეთ ფანტაზია.

თავს შევიკავებდი ”სტრურასეული” ვერსიის ბურჯანაძის, გაჩეჩილაძეების ან ნათელაშვილის ვერსიებისგან გაიგივებისგან. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო არაერთმნიშვნელოვანი და "საფუძვლიანი", ქართულ სოციოკულტურულ სიტუაციაში უფრო ღრმად ”ფესვგადგმული" მოდელი ქინებოდა. გარკვეული არტისტული ხიბლითა და თავისი ჩრდილოვანი მხარეებით.
თუ ასეთი საქართველოს მეტაფორად რუსთაველის თეატრს გამოვიყენებთ, გასაგებია, რომ ჯორჟ პიტოევის მემორიალური დაფა მანდ არასდროს გაიხსნება (თითქოს ამით თეატრის ისტორიას რამე დააკლდებოდა), მაგრამ, ამავე დროს, თეატრში იდგმება მსოფლიო რეპერტუარის პიესები, და მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საკმარისად განათლებულია იმისთვის, რომ თეატრი შოთა რუსთაველის დაარსებული ან რობერტ სტურუას კერძო საკუთრება არ ეგონოს (ამ მხრივ რეალურ საქართველოზე რამდენადმე უკეთესი მდგომარეობაა

).
სტურუა პოლიტიკოსების უმრავლესობაზე უფრო საინტერესო ფიგურაა - ის შემოქმედია, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ საკუთარი კომლექსური ხედვის პროეცირების, საკუთარი რეალობის შექმნისა და მართვის უნარი აქვს.
მე არ ვკითხულობ, ”როგორი პრეზიდენტი იქნებოდა სტურუა”. არც ასაკი უწყობს ხელს, ალბათ, არც სურვილი აქვს, და, რაც მთავარია, პრინციპში არ მაინტერესებს საკითხის ასე დაყენება. წარმოვიდგინოთ, რომ სტურუა სწორედ რომ საქართველოს ”დამდგმელი რეჟისორი” ან ”სამხატვრო ხელმძღვანელია” (აიათოლა

)- ანუ, თავისუფლად და თითქმის დაუბრკოლებლად ახდენს საკუთარი იდეების რეალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რამდენიმე დამხმარე კითხვა:
როგორია საერთო ატმოსფერო? როგორ გრძნობს თავს რიგითი მოქალქე - პოლიტიკური პროცესის მაყურებელად თუ მონაწილედ?
როგორია ხელიფლებისა და ”პლებსის” ურთიერთობის მოდელი? რა ხდება დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის მხრივ?
როგორია ეთნიკური ჯგუფების თანაარსებობის მოდელი?
როგორია "კარგი მოქალაქეობისა" და საჯარო სამსახურის ეთოსი?
როგორია საგარეო პოლიტიკა და ორიენტაცია?
ქვეყნის მთლიანობის ამბავი - თუ შენარჩუნებულია, რა შინაგანი მექანიზმების ხარჯზე? (კონსტრუქციის მდგრადობისთვის მარტო რუსეთთან სავარაუდო შეხმატკბილება არ კმარა)
როგორია საერთო ცივილიზაციური ორიენტაცია - უფრო ახლოს ვართ ევროპასთან თუ უფრო შორს ვიდრე დღეს?