როგორც წესი, რიგითი (და არამხოლოდ) ”უსერი”, ფორუმის წესების შესაბამისად, იძულებულია საკუთარი თემა კონკრეტულად რომელიმე 1 განყოფილებაში გახსნას. მაგრამ არის ხოლმე საკითხები/კითხვები რომლეზედაც სასურველია და საინტერესოც, რომ რაც შეძლება ფართო საზოგადოებამ გამოთქვას თავისი აზრი. პირველ რიგში ეს რათქმაუნდა სახვადასხვა გამოკითხვებს შეეხება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფორუმის მომხმარებელთა უმრავლესობა კონკრეტულად ერთ რომელიმე განყოფილებასთან ახდენს საკუთარი ვირტუალური მე-ს იდენტიფიცირებას და რომელიმე 1 განყოფილების ფარგლებში იკეტება - ბევრი საინტერესო თემა და გამოკითხვა ასევე ბევრი საინტერესო იუზერის პასუხისა და მოსაზრების გარეშე რჩება.
პირადად ჩემი აზრით, ვირტუალის პრიციპებთან შეუსაბამოა, ა.ვ მისი ”კანონის” დარღვევა, როცა ”იუზერი” ვირტუალური სივრცის რაღაც ნაწილთან ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას - მიიჩნევს თავს ამა თუ იმ განყ-ელად, თუნდაც კონკერტულად რომელმე ფორუმელად, ამ ნიშნის შესაბამისად ”სასტავობს” ... ანუ ფიზიკური რეალობის ანალოგიებს ქმნის ვირტუალში, ქმნის საზღვრებს, ბარიერებს. არადა ვირტუალი ხომ სწორედ ამ საზღვრებისა და ბარიერების გადასალახადაა მოწოდებული და როცა მისი მომხმარებელიც ”მოწოდების სიმაღლეზეა”

სულ სხვა, აქამდე უცნობი პერსპექტივები ეხსნება.
ძალინ რომ არ გამიგრძელდეს ლირიუ-მოფილოსოფოსო გადახვევა პირდაპირ კონკრეტიკაზე გადავალ.
აი ვთქვათ გავხსენი რაღაც თემა-გამოკითხვა ბიზნესის ... ან თუნდაც რელიგიის განყოფილებაში. რაღაც დროის მანძილზე ამ განყოფილების მომხარებლები აფიქსირებენ თავიანთ მოსაზერბებს, მაგრამ უამრავი სხვა იუზერი არც კი იხედება ამ განყოფლებაში. არადა საკითხი მაინცა და მაინც ამ განყოფლებისათვის შესაბამის სეპციალიზაციას კი არ მოითხოვს, უბრალოდ იძულებული ვართ რომელიმე განყოფლებაში დავიწყოთ ეს თემა.
ჰოდა თუ არის შესაძლებელი, რომ ეს თემა-გამოკითხვა, ავტორის თხოვნით, ა.ვ. ”ჩამოვატაროთ” (როგორც ხაშლამა

) სხვადასხვა განყოფილებებში?
აი თითო კვირა რომ იყოს თითო განყოფილებაში საკმარისი იქნება. თან შეიძლება რაიმე სპეც. ნიშანიც ჰქოდეს თემას, იმის აღსანიშად რომ ეს თემა- ”ხაშლამაა”, დროებითაა აქ და მალე სხვაგან დაგავა.
ხოდა ძვირფასო ადმინისტრაციავ და არამხოლოდ, რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
რადენად შესაძლებელია ეს ყველაფერი ტექნიკურად და მოსაზლოდნელია თუ არა რაიმე პრობლემა ასეთი ”მცურავი თემების” გამო?
This post has been edited by masai11 on 23 Aug 2011, 17:13