#27022106 · 23 Aug 2011, 01:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წესები ჩვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით იქმნება. წესი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, პოლიტიკის განყოფილების იუზეთა ქცევის კოდექსის მცირე დამატებაა. ჩემ მიერ გახსნილი და აწ უკვე საუკეთესო მოდერატორის ინიციატივით დახურული თემიდან გამომდინარე, ჩვენთვის აქამდე უცნობი რეალობის აღმოჩენა შევძელი.( რატომ ეგ ნიკი და ავატარი? ეს თემა იგულისხმება) ღამის თემის დახურვასთან დაკავშირებით, თვით იოსკამენს ერთ კითხვა დავუსვი. როგორც გავარკვიე, თემაზე დადებული ბოქლომი უბრალო არ იყო. ამ შემთხვევაში, იგი ადამიანის უფლებების, კონკრეტულად კი თანაფორუმელთა ბოროტებისა და სიძულვილისგან დაცვის სიმბოლოა. QUOTE | იუზერების დაპირისპირება , პროვოცირება...
არ მოუციათ მემგონი არცერთ იუზერს უფლება მათი ნიკების წარმომავლობის ან მნიშვნელობის მსგავსად აღწერის უფლება... |
დიახ. ეს სწორედ ადეკვატური და მეტად მახვილგონიერი ადამიანის სიტყვებია, რომელსაც რეალობის სულ სხვა, ჩვინთვის მიუწვდომელ რაკურსში ძალუძს დანახვა.
ადეკვატური მოდერატორის სიტყვების შესაბამისად, დღეიდან იკრძალება:
1)იუზერთან კონსულტირების გარეშე მისი დაფლუდვა და რაიმე კრიტიკული მოსაზრების დაწერა.
ა)იუზერის კრიტიკაზე მის მიერ დადებითი პასუხის პასუხის შემთხვევაშიც კი, თბილისის ფორუმის ადმინისტრაციის მიერ გაცემული "იუზერთა კრიტიკის ლიცენზიის" გარეშე, თანაფუმელის დაფლუდვა და კრიტიკა.
ბ) საჯარო პირის კრიტიკის შემცველი პოსტი. (განმარტება: არ მოუციათ მემგონი არცერთ საჯარო პირს უფლება მათი სახელების წარმომავლობის ან მნიშვნელობის მსგავსად აღწერის უფლება...)
თბილისის ფორუმზე აგრეთვე საჯარო პირთა კრიტიკის კომიტეტი შეიქმნა. თუ საჯარო პირის კრიტიკას ისურვებთ, გთხოვთ მიმართოთ ზემოაღნიშნულ კომიტეტს, რომელიც თქვენთვის საინტერესო საჯარო პირს დაუკავშირდება და მისი პიროვნების განხილვის ნებართვის მიღებას შეეცდება.
--------------------
Да, я тварь. :)
http://lesbi.org.ge/about-us/
|