ესეც ბმული!მანდ ორი ვერსიაა როგორც 64 ბიტიანი ასევე 32-იანიც, გადმოწერე შენთვის სასურველი.
ინსტალაციის მერე მართლწერის შემოწმება ავტომატურად ჩაირთვება (თუ დაწერ რაიმე უმსგავსო ქართულ სიტყვას ეგრევე შემოგთავაზებს სხვა მიმსგავსებულ ოღონდ სწორე ვარიანტს)
ასევე შეგიძლია შექმნა შენი პირადი ლექსიკონი, შენთვის სპეციფიური სიტყვებით, სახელებით, გვარებით და ა.შ და დაურთო ოფისს, ძალიან კარგი რამეა.
ამისთვის საჭიროა მოიქცე შემდეგნაირად:
შექმენი ტექსტ დოკუმენტი Georgian.dic (გაფართოვება აუცილებლად .dic უნდა იყოს და არა .txt) მერე შედიხარ Office + Options (სადაც ძირიტადი ფუნქციები და პარამეტრებია) + Proofing + Custom Dictionaries შემდეგ დააჭირე Add - ღილაკს და მიუთითე ის ადგილი სადაც შენახული გაქვს უკვე შექმნილი შენი (Georgian.dic) ფაილი. მერე დააჭირე Change Default - ძირითადად სიტყვების დასამატებელ ლექსიკონად რომ იქცეს, შემდეგ ქვემოთ დააკვირდი ჩამოსაშლელი მენიუ რომ არის Dictionary Language: მანდ კი მიუთითე Georgian (ანუ რომ მიხვდეს ის დამატებითი, სპეციფიური სიტყვები სად ჩაამატოს). სულ ეს არის, დროთა განმავლობაში მანდ სიტყვები ბლომად დაგიგროვდება. თუ შემდგომში ოფისის ან სისტემის გადაყენება მოგიწევს ეგ ფაილი იმედია საიმედო ადგილზე გექნება შენახული, რომ თავიდან არ დაიწყო შენთვის სპეციფიური სიტყვების ჩამატება.
აბა წარმატებები!