#26981192 · 19 Aug 2011, 23:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერ ვნახე მსგავსი თემა, ამიტომ გავხსენი... მგონი აქტუალური უნდა იყოს, თან ზაფხულში პირადად მე ბევრგან მინახავს ვადაგასული პროდუქტები მაღაზიებშიც კი, მაგრამ ჩემი დღევანდელი აღშფოთება გამოიწვია სუპერმარკეტში ნაყიდმა კვერცხმა, მწარმოებელი "სავანე". შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა აწერია 30 დღე, ხოლო როდის არის გამოშვებული არ აწერია... კონსულტანტმა დამამშვიდა ახალი მიღებულიაო, თან მაცივარში ედოთ. ვენდე, მაგრამ რად გინდა - ლაყე იყო არსებობს რაღაც ორგანიზაცია - მომხმარებელთა უფლებების დამცველი- ის თავისთვის, მწარმოებელი ხეირობს, მომხმარებელი კი ზარალდება
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, თან იქნებ ვინმე ჩინოსანი დაინტერესდეს და გვეშველოს...
|