”სიცოცხლეში მას ეძახდნენ შამანს, წინასწარმეტყველს, ან და კიდევ მესიას. სიკვდილის შემდეგ ზოგიც მას თვლის ღმერთად! სხვებისთვის კი ის კვლავ რჩება არანორმალურ ნარკომანად და სექსუალურ მანიაკად…”–ამ სიტყვებით იწყება მისი ავტობიოგრაფია, რომელიც წინ დართული აქვს მისსავე ლექსების კრებულს.
იგი ბავშვობიდანვე წერდა ლექსებს და ჩამოყალიბდა, უპირველეს ყოვლისა, პოეტად და შემდგომ წლებში კი გენიალურ მუსიკოსად და მომღერლად! მასში ეს სამივე, ღვთის ნიჭი უაღრესად სინქრონულად იყო შეთანწყობილი. იგი გახლავთ ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან და მისმა ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა, სახელად ”დოორს” დიდი გადატრიალება მოახდინა 60-70-იან წლების მსოფლიო როკ და კონტრ-კულტურაში!
ეპოქა, რომელშიც ჯიმმ მორრისონს მოუხდა ჩამოყალიბება, როგორც ხელოვანს – იყო პაციფისტური მოძრაობის აღმავლობის ხანა.
ჯ. მორრისონის გარდაცვალებით ამერიკის და მსოფლიო კულტურის ისტორიაში დაიხურა როკენროლის და ბიტ. პოეზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდი!
იგი დაკრძალულია ”პერლაშეზის” მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში, ისეთი კორიფეების გვერდით, როგორნიც იყვნენ: ბალზაკი, ვოლტერი, ბიზე, პოლ ვალერი და სხვანი…
მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან პოეზიას, ცუდი არ იქნება თუ გავეცნობით მის პოეტურ შემოქმედებას,
აქვე:
დაწყევლა და შთაგონება
ფანტასტიურო, წვრილთავა კრეტინებო
მე ვიცდი, როდესაც რომელიმე თქვენგანი
წამოდგება მთელი სიმაღლით…
მსუქანო, გულკეთილო მამათმავლებო
ბოსტნის თხებო და ნახვრეტის ვეტერანებო,
ჯიუტო, გამოთაყვანებულო წმინდანებო,
განავალძმებო და ინდივიდუალისტებო,
გავაათრეულო სახელმწიფო მოხელეებო,
ტუჩნაკვნეტო ბედგაცრუებულნო
შერყვნილო პორნოგამყიდველებო
ჩემო მეომარო დენდებო
უცნაურ ურჩხულთა რიგებო
რომ შეიგრძნეთ ღვინის კასრების სურნელი,
ჩვენ მოგესალმებით – ჩვენსავე პროცესიაზე!..
და უფრო აქვე ჩემი საყვარელი სიმღერა:
This post has been edited by Nirvana11 on 23 Nov 2011, 21:15
მე ვარ ნაწილი მთელის იმ ნაწილისა...