თბილისის ერთი-ერთი უძველესი და ულამაზესი ქუჩა - დავით აღმაშენებლის გამზირი სულ მალე განახლდება. 2009 წელს შეთანხმებული ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისის მერიამ აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვათის რეკონსტრუქციას გულისხმობს.
ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების მიერ ჩატარდა კვლევა. კონსტრუქტორებმა და გეოლოგებმა შენობების ფიზიკური მდგომარეობა შეისწავლეს, რის მიხედვითაც გარკვეულ შენობებზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სახლების დიდი ნაწილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. თითოეული მათგანისთვის აცილებელია საძირკვლის გამაგრება, კედლების მოჭიმვა, ფანჯრების მოჩარჩოება და სხვა სამუშაოები. ყოველივე ამის შემდეგ დაგეგმილია პლასტიური დეტალების აღდგენა, ფასადების რესტავრაცია და სახლების ამ უბნისთვის დამახასიათებელი უჟანგავი თუნუქის სახურავით გადახურვა.
პროექტის დეტალები მერიის ვებ გვერდზე :
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5075
© Ostati

© diez
დღესაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მეტრომდე არსებულ შენობებზე ....
წინა თემის მპოსტავთა TOP -10
Fabian 162
da_to 121
Carver 88
ტემპერა 85
Ostati 73
Noe Ramishvili 55
kactus 48
anatoreli 43
365 40
ZEUS 34
წინა თემა :
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია