სალამი

მოკლედ გადავწყვიტე ორიგინალური რამ გავუკეთო შეყვარებულს (საცოლეს)
და მჭირდება თქვენი დახმარება მეგობრებო... ანუ ვაკეთებ ვიდეოს და ვიდეოში იქნება სხვადასხვა ადამიანები (ანუ თქვენც ვინც დამეხმარებით) და თქვენი დახმარება იმაში მდგომარეობს, რომ სკაიპის მეშვეობით დაგირეკავთ და რომ ჩართოთ თვალი და თქვათ ერთი ფრაზა ''სალომე ზურას უყვარხარ''
მხოლოდ ამ ფრაზას იტყვით და მე პროგრამის მეშვეობით ჩავიწერ თქვენს ნათქვამს შემდეგ დაგროვდება ანუ ასე სხვადასხვა ადამიანების ნათქვამი. მერე მე ამ ყველაფერს დავამონტაჟებ შევაერთებ ანუ და გამოვა საბოლოოდ ვიდეო, რომელშიც იქნება სხვადასხვა ადამიანები, რომელიც ჩემ შეყვარებულს ეუბნება რომ მე ის მიყვარს...
დროა რაღაც ორიგინალური და განსხვავებული გავაკეთო...
ასეთი მაგალითები იყო ამდაგვარი ადრეც მაგრამ ეს სკაიპით რომ იყვეს ჯერ არ მინახავს და იმედია ყველაფერი კარგად გამომივა
ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ პმ მომწერეთდა ძალიან მარტივი რამე გევალებათ და იმედია ბევრი გამოჩნდებით დახმარების მსურველნი