
ეს გახლავთ Audi S7 Sportback, Audi A7 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც უყენია Audi S6-საც, 4.0 TFSI ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 550 ნიუტონ მეტრს, ძრავი გადაბმული იქნება 7 სიჩქარიან S tronic გადაცემათა კოლოფზე, ავტომობილი 100 კმ/სთს ანვითარებს 4.8 წამში მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად აქვს ლიმიტირებული რაღათქმა უნდა 250კმ/სთზე. ავტომობილი 100კმზე მოიხმარს 9.6 ლიტრ ბენზინს.

Audi S7 Sportback-ის სიგრძე 4,980 მილიმეტრს შეადგენს, რაც შეეხება ექსტერიერს: წინა და უკანა ბამპერები, დიფუზორი, მოცულობითი გრილი, 19 და 20 დიუმიანი დისკები ამასთან არჩევანი გაკეთდება 9 ფერზე, ავტომობილს მიკრული ექნება S და V8 T ლოგოები. ინტერიერს რაც შეეხება აქ ყველაფერი სპორტულ სტილშია, კარბონი ალუმინი, ფერების ფართო და ექსკლიუზიური არჩევანი, რაც მთავარია უახლესი ტექნოლოგიები, MMI-ის ნავიგაცია, რადიო, ბლუთუსის ტელეფონი, უახლესი აუდიო სისტემა.

ამ დრომდე არსებობდა Audi A7-ის 4 ძრავი მხოლოდ 6 ცილინდრიანი ძრავებით: 2.8FSI quattro 201 ცხენის ძალით, 3.0TFSI quattro 296 ცხენის ძალით, დიზელის: 3.0TDI Multitronic 201 ცხენის ძალით და 3.0TDI quattro 242 ცხენის ძალით. Audi S7 Sportback გაყიდვაში 2012 წლის გაზაფხულზე გამოვა, სავარაუდოა Audi RS7-ის არსებობა







წყარო:
http://news.drive.ge/index.php?m=44&newsid=3075