
Koba Gogoladze & Giorgi Kandelaki & Mamuka Tsiklauri

Mamuka Tsiklauri with Evander Holyfield at the
Lennox Lewis Undisputed Champion
Celebration Party in December 1999, London, UK.

George Kandelaki, Koba Gogoladze, Mamuka Tsiklauri
and legendary Professional Boxer Joe Frazier

The first champion of Caucasus, Temur Kekelidze
and Mamuka Tsiklauri
მამუკა წიკლაური ჰოლანდიაში[b]







მამუკა წიკლაურის განვლილი გზა




მამუკა წიკლაურის ინგლისური შანსი !
როგორც იცით 1997 წელს გიორგი ქინქლაძე ბრწყინავდა მანჩესტერ სიტიში და სწორედ ამ დროს მისი მეგობარი მამუკა წიკლური აპირებდა რინგის დაპყრობას. გიორგი ქინქლაძემ ხელი შეუწყო თავის მეგობარს, რომ ბრიტანეთში ესინჯა ბედი. მამუკა წიკლაური ითვლებოდა იმ პერიოდში ტერორად თავისი წონის მოკრივეებში და მისი იმჟამინდელი მწვრთნელი გახლდათ სამერსბის მეგობარი სტივ ფოსტერი. გიორგი ქინქლაძე კი ახალბედა ბოქსიორს დიდი მხარდაჭერას უწევდა ინგლისში, როგორც გამოცემა იტყობინება იგი ცხოვრობდა გიორგი ქინქლაძის სახლში და ვარჯიშებზე სწორედ ქინქს დაყავდა თავისი მანქანით. ქინქლაძის აზრით კარგი იყო თავისი მეგობრის ჩამოსვლა დიდ ბრიტანეთში. ქინქლაძე დაინტერესდა კრივით მას შემდეგ რაც ნიკი სამერსბიმ წაიყვანა მანჩესტერში ერთ-ერთ ბრძოლაზე სადაც შეხვდა სტივ ფოსტერს. ხოლო გიორგის აზრით კარგი იქნებოდა მამუკა წიკლაურის ჩამოყვანა ინგლისში მისი წინსვლისთვის.
როდესაც იგი იბრძოლებს მე უფრო ვინერვიულებ ვიდრე ნებისმიერი მანჩესტერ სიტის თამაშის დროს, რადგან მამუკა ჩემი უახლოესი მეგობარია.
მამუკა წიკლაურს იმ დროისთვის ქონდა ჩატარებული 5-თი პროფესიონალური ბრძოლა: 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.
მამუკა წიკლაურს ძალიან სურდა, რომ ბრიტანეთში რინგზე მალე ეხილათ სტივ ფოსტერის მეთაურობით.
გაცნობებთ, რომ ამ ორი სპორცმენის კარიერა საკმაოდ კარგად აეწყო მამუკა წიკლაურმა თავის კარიერაში 6 - ჯერ მოახერხა საქართველოს ჩემპიონობა ასევე პირველი ქართველი ბოქსიერი გახლდათ, რომელიც ევროპაში საქართველოს სახელით გამოდიოდა შემდეგ კი იგი გახდა კობა გოგოლაძის მენეჯერი და მათ შესძლეს მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება პროფესიულ კრივში. გიორგი ქინქლაძე საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იგი 2009 წელს დასახელდა მანჩესტერ სიტის ყველადროის საუკეთესო მოთამაშედ ასევე მან 1992 წელს და 1996 წელს მიიღო საქართველოს საუკეთესო სპორცმენის ტიტული იგი ქვეყნის ჩემპიონი თბილისის დინამოსთან ერთად 3 ჯერ გახდა.
პირადი მიღწევები
წარმოგიდგენთ წარმატებული ქართველი მოკრივის მამუკა წიკლაურის მიღწევების სიას. გეტყვით, რომ მართლაც ძალზედ დიდი წვრილი შეიტანა ამ ადამიანმა ქართული კრივის განვითარებაში. მამუკა წიკლაური 6 ჯერ გახლდა თავის წონაში საქართველოს ჩემპიონი ასევე იგი პირველი ქართველი პროფესიონალი მოკრივეა, რომელმაც ევროპაში გააფორმა კონტრაკტი. მამუკა გახლავთ პირველი ქართველი მწვრთნელი-მენეჯერი, პრომოუთერი ლენოქს ლუისის კოლეჯში. ასევე მისი მენეჯერობის დროს კობა გოგოლაძე გახდა პროფესიონალურ კრივში მსოფლიო ჩემპიონი. მამუკა წვრთნიდა: რამაზ პალიანს, სელიმ პალიანს,ილია ტლაშაძე და გიორგი კაპანაძეს. ამასთანავე იგი გახლავთ კავკასიის კრივის ფედერაციის დამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი. მან ქართული კრივიდან წამოსვლა 2002 წელს გადაწყვიტა და იგი ამ დროს 30 წლის გახლდათ.
Statistics
Location - Tbilisi, Georgia
Birthday - February 4, 1972
Boxing record - 105 ბრძოლა
89 მოგება (43 ნოკაუტი)
13 წაგება
3 ფრე
Awards - საქართველოს 6 გზის ჩემპიონი.
საერთაშორისო შეჯიბრის 15 გზის გამარჯვებული მათ შორის ოქროს ხელთათმანის.
This post has been edited by mikheil-77 on 1 Dec 2011, 19:55