მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან!მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! ვაგრძელებ ციკლს სატირულ-კრიტიკული პოლიტიკური სტატიების. მოგეხსენებათ უკანასკნელი დღეების მთავარი პოლიტიკური მოვლენა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან სკანდალური გათავისუფლება გახლდათ. დათხოვნა, სტურუას მიერ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც მან თქვა, რომ "სააკაშვილმა არ იცის, რა უნდათ ქართველებს, რადგან ის სომეხია". თურმე "დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის სომხურმა ლობმა მოიყვანა ესენი. თვითონ აქ ცხოვრებას ესენი აღარ ფიქრობენ – აღარ დაედგომებათ. საქართველოსაც, ალბათ, ამერიკასა და დასავლეთს უმზადებენ გაუნათლებელი და იაფი მუშახელით" და აღნიშნავს რომ, "მე არ მინდა საქართველოს მართავდეს სხვა ეროვნების წარმომადგენელი". ამ მოვლენამ კი დასაბამი დაუდო სასაცილო მოვლენების მთელ ციკლს და ქართული ტრაგიკომედია კიდევ ერთხელ სრული ბრწინვალებით წარმოგვიდგა!
პირადად ჩემთვის მთელი ეს მოვლენათა კომპლექსი, რაც ამ განცხადებას მოყვა სიმპტომატურად მიუთითებს ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ავადმყოფობაზე. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩვენ ვიხილეთ ზნეობის ჩვენებური ინტერპრეტაციის მცდელობა სადაც შავი კვლავ თეთრია, მაგრამ მოდით უფრო დეტალურად მიუყვეთ რას ვგულისმობ.
უპირველეს ყოვლისა მოდით განვმარტოთ ვინაა ბ-ნი რობერტ სტურუა: ეს გახლავთ უდაოდ დიდი რეჟისორი რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართული თეატრის ისტორიაში მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ფაქტი რომ ის არ გახლავთ "პოლიტიკურ-ეკონომიურად დამოუკიდებელი" პერსონა, ვგულისმობ ის არ მუშაობდა კერძო სტრუქტურაში, არამედ
სახელმწიფო თეატრში, სადაც მისი როგორც სპექტაკელბი ისე ხელფასი, ფინანსდება საქართელოს მოქალაქეთა. მათ შორის იმ სომეხ მოქალაქეთა, გადახდილი გადასახადებით, რომელიც პატივცემულმა სტურუამ არაორაზროვნად გამოლანძღა. ის ფაქტი რომ სტურუას ზემოთხსენებული განცხადება ამორალური, პოლიტიკურად უპასუხმგებლო და ქსენოფობიურია ამას ობიექტურად ვერაფერს დაუპირისპირებ, მაგრამ ეს ხომ "სასაცილო საქართველოა" აქ ასეთ უზნეობასაც აქვს საპირწონე. მინდა ციტატა მოვიყვანო "პირWელი News" გამოქვეყნებული სტატიიდან სადაც ბ-ნი სტურუას მხარდამჭერ აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ზაზა სვანიძემ შემდეგი სიმპტომატური განცხადება გააკეთა, გთხოვთ გაეაცნით რომ შემდეგ ერთად ვიცინოთ:
"თუ კი რობერტ სტურუა ე.წ. ქსენოფობიური განცხადებების გამო ისჯება, მაშინ ამისთვის პასუხი მიხეილ სააკაშვილსაც უნდა მოეთხოვოს. ყველას გვახსოვს, როცა სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა: "ზანგები ხომ არ ვართო". სწორედ ეს იყო ქსენოფობიური განცხადება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა მილიონობით შავკანიანს შეურაცხყოფა მიაყენა. რობერტ სტურუა რეჟისორია და იგი ქსენოფობი ვერ იქნება, რაც შეეხება მის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს საქართველოს პრეზიდენტი იყოს სომეხი, აქ ქსენოფობიური არაფერია, იგივე სომხეთშიც რომ იკითხოთ, გიპასუხებენ, რომ არ სურთ სომხეთის პრეზიდენტი ქართველი იყოს"...
ესე იგი, თურმე პატივცემული სვანიძე წუხს მილიონობით შავკანიანზე (რომელიც ჩვენი მოქალაქენი არ არიან) და თურმე ხსენებული იდიომატიური ტერმინი რომელიც ხსნებულ პიროვნებას ალბათ ასჯერ უტქვამს როცა სუფრაზე არ დაპატიჟეს, ან სადმე გამორჩათ, ყოფილა არც მეტი არც ნაკლები ნამდვილი ქსენოფობია, მაგრამ სტურუა ბატკანივით უცოდველია!
მაგრამ მოდით ჩვენც დავჩლუნგდეთ და ჩავათვალოთ რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა (შეურაცხმყოფელ განცხადებებს მისგან მიჩვეული ვართ). მინდა ვიკითხო: ბატონი სააკაშვილი როდის შემდეგ გახდა ზნეობის მეტრი და მორალის საზომი?! თუ სააკაშვილმა გააკეთა ქსენოფობიური განცხადება, ეს ზნეობრივ ამნისტიას აძლევს ყველა მოქალაქეს უზნეობაზე?!! მინდა ვკითხო ეგეთ ტვინ განასკვულ ხალხს: აგვისტოს ომის პრეზიდენტის მიერ ჰალსტუხის მოკრაძლებული ტრაპეზი, გვაძლევს თუ არა მორალურ თავისუფლებას საჯაროდ ვღეჭოთ საცვლები?!
ქართველ ხალხს ერთხელაც არ მოსვლია აზრად ეს მოვლენები გვერდიდან დაენახა: თქვენ წარმოდგიდგენიათ რომ აშშ- გუბერნატორმა (ან ნებისმერმა მოხელემ რომელიც გადასახადებიდან იღებს ხელფას) გააკეთოს იგივე განცხადება პრეზიდენტ ობამაზე და ქვეტესტად დაუდოს მისი რასობლივი წარმომავლობა, საზოგადოებას მოევლინოს "ნეოკუკლუს კლანური" პოზიციით... რა დაემართებოდა მის კარიერას?! უპირველეს ყოვლისა მას საზოგადოება გამოუტანდა განაჩენს, შემდეგ მედია, საქმე სავარაუდოდ ხელისუფლების ინსტაციებამდე არც მივიდოდა.... მაგრამ ეს ჯანმრთელ საზოგადოებაში, ჩვენ კი გამოუსწორებლად ავად ვართ. ლარს ფონ ტრიერმა 2011წ. კანის ფესტივალზე უკბილოდ იხუმრა ებრაელებზე და შედეგად კინო კინაღამ კონკურსიდან მოხსნეს, ტრიერი აიძულეს ბოდიში მოეხადა და ის არავის არ დაუცვია პირიქით ყველა უხერხულად გრძნობდა თავს მის გამო. ეს დაემართა დამოუკიდებელ რეჟისორს, რომელიც
კერძო ინვესტიციებით ქმნის ხელოვნებას, მე გეკითხებით რატომ არ მოიხადა ბოდიში რობერტ სტურუამ?!!!
მინდა გესაუბროთ ხელისუფლების ავადმყოფობაზეც, ის ფაქტი, რომ მან ამ უმარტივეს ამოცანას ვერ მოუძებნა ამოხსნა ესეც აშკარაა, დღეს ხელისუფლება აშკარად თავის მართლების პოზიციაშია (არადა არ უნდა იყოს მაგრამ მაინც საქართველოა არ დაგვავიწყდეს). ავადმყოფობა ჩანს იმ ფაქტში რომ "ხელისუფალი მართალია მაგრამ ის მაინც მტყუანია", მდგომარეობა მართლაც გავს ქართულ მარაზმს სახელად "გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის". არის თუ არა ეს პოლიტიკური კულტურის ბრალი, თუ ხელისუფლების დისკრედიტაციის, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს რადგან სიმართლე ერთშიც არის და მეორეშიც.
არადა რა მარტივად შეიძლებოდა გამოსავლის მოძებნა: გაეკეთებინა ამ მამაცხონებულებს ( ბ-ნ რურუას) საჯარო განცხადება მოთხოვნით " ერთი კვირის ვადაში საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქსენოფობიური განცხადების, გამო წინააღმდეგ შემთხვეაში ბ-ნ სტურუა დატოვებს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას..."და ყველაფერი მისით მოგვარდებოდა. სტურუას გაბღენძილი პატივმოყვარეობა არ მისცემდა იმის საშულებას რომ ბოდიში მოეხადა და ის თავად გაითავისუფლებდა თავს თანამდებოდბიდან, მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო დღეს სრულიად სხვაგვარ საჭადრაკო პოზიციას მივიღებდით, მაგრამ ოპოზიცის სასიხარულოდ, მე უმუშევარი ვარ და არაადექვატური გადაწყვეტილებებით ხელისუფლება კიდევ გაგვახარებს!!!
დასასრულს მინდა ავღნიშნო განსაკუთრებით იდიოტ მკითხველთა საყურადღებოთ რომ მე დედით და მამით გურული ვარ და ჩემს აღშფოთებას "სომხური სისხლის ყივილი არ მაკეთებინებს", უბრალოდ, მეც ისევე როგორც თქვენც, მყავს სომეხი, ქურთი მეგობრები და მათი პატიოსნება, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება ეჭვ ქვეშ არ დამიყენებია. ისინი, ისევე როგორც ჩვენ, ამ სასაცილო საქართველოს შვილები გახლავთ და შესაბამის პატივისცმეას იმსახურებენ.
გმადლობთ ყურადღებითვის.
This post has been edited by mepar on 1 Sep 2011, 20:52