
IMDB - 7.9/10 (დიდი ხანია უკვე IMDB-ს რეიტინგებს აღარ ვენდობი)
http://www.imdb.com/title/tt1606392/Rotten Tomatoes - 95%
http://www.rottentomatoes.com/m/win_win_20...#33;reviews=allრეჟისორი : თომას მაქართი (დაანებოს ამ გენიოსმა კაცმა მსახიობობას თავი და იღოს შედევრები - ჯერჯერობით მხოლოდ სამი აქვს)
სცენარი: თომას მაქართი (თავისი ფილმების გარდა, მხოლოდ ერთი კინოს თანამწერლად გვევლინება - პიქსარის UP)
როლებში:
პოლ ჯიამატი
ემი რაიანი
ალექს შაფერი (მისი პირველი როლი, რომელიც გადასარევად შეასრულა)
რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემმა შვილმა "girls' movie night" მოვაწყვეთ და რადგან იმ კინოთეატრში არცერთი დაშტამპული ჰოლივუდიზმი გადიოდა, რომელიც მას არ ენახა, ბუზღუნის შემდეგ დამთანხმდა, რომ win win-ზე შევსულიყავით.
გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი სიამოვნება ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მიგვიღია. და მიუხედავად იმისა, რომ თემის გახსნა ახლა უზომოდ მეზარებოდა, ვთვლი, რომ კინომანების წინაშე მოსახდელი ვალია, რომ ასეთი შედევრის არსებობის შესახებ გამცნოთ.
ძალიან ცოტა კინოთეატრში გადის, მაგრამ თუ სადმე ნახავთ, სასწრაფოდ ჩამოქაჩეთ და აუცილებლად ნახეთ.
გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ ეს ფილმი გრძნობების მთელ პალიტრას განგაცდევინებთ - ძალიან ბევრს იცინებთ, ცოტა შეიძლება იტიროთ, ადამიანებზე წარმოდგენა გაგიფუჭდებათ, მაგრამ მერე აპატიებთ და ისევ შეგიყვარდებიან. პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდეს სიამოვნებას მიგაღებინებთ ყველა მსახიობის უნაკლო თამაში და ფანტასტიური სცენარი და რეჟისურა.
მე გუშინ კიდევ ვიყავი და როგორც ვატყობ, კიდევ რამდენჯერმე ვნახავ, სანამ დივიდის ვიყიდი

(ჰო, თარგმანი ჩემია და თუ მერე სხვანაირად გადათარგმნიან, სათაურს შევცვლი)
This post has been edited by Kaisa on 27 Apr 2011, 19:03