ექვსმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, აფხაზეთში კორონავირუსის მკვეთრი აფეთქების ფონზე უფრო მეტად გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს კონტექსტი სათანადოდ გავაცნობიეროთ. სამწუხაროა, რომ მშვიდობაზე და შერიგებაზე მიმართული რიტორიკისა და ცალკეული მცდელობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ეს პოლიტიკა ნაკლებად საჯარო, ხილვადი და მძლავრია. ეს მაშინ, როცა სწორედ შერიგების და ნდობის აღდგენის რიტორიკასა და საჯარო, ღია გზავნილებს აქვს თავისთავად ტრანსფორმაციული მნიშვნელობა და ღირებულება. ხელმომწერ ორგანიზაციებს გვჯერა, რომ კრიზისის მდგომარეობაში ადგილობრივი მოსახლეობის ღია მხარდაჭერა შერიგების და ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაბიჯი იქნება“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
კავკასიური სახლი;
მშვიდობისა და სამოქალაქო განითარების ცენტრი;
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30791796.html რუსეთს რძე გაუშრა და ახლა საქართველომ აწოვოს ძუძუ აფხაზებსო.
რუსეთის დავალებით აწიკვინდებიან ეხლა სხვებიც,არიქა აფხაზ ძმებს დავეხმაროთო.ყველაფერს გააკეთებენ რო ჩვენ შემოგვტენონ სარჩენად აფხაზები.
This post has been edited by giorgevich23 on 20 Aug 2020, 10:12