ძვირფასო მაგისტრანტებო,
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება სამაგისტრო პროგრამაზე „თურქოლოგია“.
თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის მეზობელი და სტრატეგიული მოკავშირეა. ქართველ ხალხს თურქ ხალხთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოსა და თურქეთში სულ უფ¬რო მატულობს ინტერესი ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე სამეცნიერო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-კულტურული პროცესებისადმი, ურთიერკავშირების გაღრმავებისადმი.
თურქოლოგია, როგორც მეცნიერების კომპლექსური დარგი, შეისწავლის თურქულ ენას, თურქეთის ისტორიას, კულტურას, საზოგადოებას, ეკონომიკას, ქართულ-თურქულ ურთიერთობებს და ა.შ.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამის მიზანია თურქოლოგის-თურქეთმცოდნის მომზადება. მიღებული კვალიფიციური და საფუძვლიანი ცოდნა თურქეთმცოდნე სპეციალისტს საშუალებას მისცემს იმუშaოს თურქოლოგიის, როგორც მეცნიერების საკითხებზე, დასაქმდეს თურქეთის რესპუბლიკასთან და ქართულ-თურქულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამეცნიერო, დიპლომატიურ, საზოგადოებრივ-კულტურულ, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ბიზნესის სფეროებში, ასევე საქართველოს საჯარო სამსახურში.
თურქოლოგია (თურქეთმცოდნეობა) ახალ ასპარეზს გაგიშლით მეცნიერებისა და საზოგადო საქმიანობის სფეროში.
გამოცდა (გასაუბრება) ტარდება მსოფლიო ისტორიაში
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე: 2–22–13–62; 2–10–23–15
king-tamar.net
http://king-tamar.net/images/stories/pdf/s...2%80%932012.pdf This post has been edited by tikino on 3 Sep 2011, 12:04
მიმაგრებული სურათი