100.000 ქართველის მკვლელი უზბეკეთის გმირია ?
საშინელი პროტესტი უზბეკეთს !!!
მთავრობის მხრიდანაც უნდა იყოს ამაზე რეაქცია !!!
მაგათი ...........................!!!
В Узбекистане Джелал ад-Дин Манкбурны входит в число национальных героев. В 1999 году широко отмечалось 800-летие Джалолиддина Мангуберды. В Узбекистане ему поставлены несколько памятников, в Хорезмской области построен мемориальный комплекс, посвящённый Джелал ад-Дин Манкбурны. „30 августа 2000 года был учреждён орден «Жалолиддин Мангуберди» (узб. Jaloliddin Manguberdi). Согласно положению об ордене, им награждаются военнослужащие командного состава, проявившие военный талант, образец мужества и героизма при защите независимости страны, неприкосновенности её границ, а также внёсшие большой вклад в укрепление обороноспособности государства. 22 августа 2003 года этим орденом была награждена Хорезмская область.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%...%80%D0%BD%D1%8Bhttp://turkmeniya.narod.ru/jelaladdin.htmlhttp://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B0%...%BB:UZB-25s.jpg http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%A8%E1%83%98ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ რადგან მას კანონიერი მემკვიდრე არ დარჩა, დარბაზმა მეფედ ლაშა-გიორგის და რუსუდანი აიყვანა. მეფედ კურთხევის ცრემოია 1223 წლის თებერვალში ჩატარდა. რუსუდანს არ აღმოაჩნდა მისი დედის თვისებები: სიბრძნე, წინდახედულობა, ნებისყოფა. მისი მეფობის დროს კიდევ უფრო აიშვეს დიდებულებმა ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ. 1225 წლამდე საქართველოს წვრილ-წვრილი ომები ჰქონდა გამდგარ ქვეყნებთან და ყივჩაღებთა. 1225 წელს საქართველოს დიდი საფრთხე დაემუქრა ჯალალ ად-დინის მხრიდან.
ჯალალედინი მისი სამფლობელოდან ხვარაზმიდან მონღოლებმა გააძევეს. მან შეძლო ირანის დიდი ნაწილის დამორჩილება. ასე დაიკავა ირანის აზერბაიჯანიც და გადაწყვიტა საქართველოში გამოელაშქრა. მან დიდძალი ლაშქარი შეკრიბა – 140 000 მეომარი (სომხური წყაროების მიხედვით 200 000). ჯალალედინი 1225 წლის ზაფხულში შემოვიდა საქართველოში. ის თავდაპირველად დვინს მიადგა და ქალაქის მოოხრება დაიწყო. ქართველებს სამხედრო ძალის მობილიზება დასრულებული არ ჰქონდა. ქართველთა ამირსპასალარი ივანე ათაბაგი ციხე-ქალაქ გარნისში იდგა სადაც აპირებდა ძალების თავმოყრას. მის განკარგულებაში 60 000-მეომარი იყო. ის კვლავ ელოდებოდა ჯარის დამატებას. ჯალალ ად-დინმა დასწრება გადაწყვიტა, აღარ დაელოდა დვინის ბოლომდე აღებას და მთელი ძალით გარნისისკენ დაიძრა.
ბრძოლის ბედი ქართულ სარდლობაში ქიშპობამ და შეუთანხმებლობამ გადაწყვიტა. ქალაქ გარნისს საკმაოდ ღრმა ხეობა ჩაუდის, რომლის თავზე ქართველები იყვნენ დაბანაკებული. ხოლო ქვემოთ ხვარაზმელთა ჯარი იყო განლაგებული. მიუხედავად არახელსაყრელი მდგომარეობისა პირველი შეტევა ჯალალ ედ-დინიმა დაიწყო. მან დარტყმა ქართველთა მეწინავე ნაწილზე მიიტანა, რომელსაც ძმები შალვა და ივანე ახალციხელები სარდლობდნენ. როგორც ჩანს მეწინავე ნაწილი მრავალრიცხოვანი არ იყო, ამიტომ ძმებმა ამირსპასალარს დამატებითი ჯარის გამოგზავნა მოსთხოვეს. მაგრამ ივანე ათაბაგი ყოვლად გაუმართლებლად იქცეოდა, ის დამხმარე ჯარს არ აგზავნიდა. სასტიკ ბრძოლაში შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები მოუკვდათ და ხმლები დაემტვართ. ბოლოს ქართველებმა ვერ გაუძლეს მტრის შემოტევას და უკან დაიხიეს, ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა მოკლა, ხოლო შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მეწინავე ჯარის უკანდახევამ ქართულ ჯარში პანიკა გამოიწვია და მათ უწესრიგოდ უკანდახევა დაიწყეს. ივანე ათაბაგმა გაქცეული ლაშქრის შეკრება ვერ შესძლო. ბრძოლაში 4 000 ქართველი მეომარი დაიღუპა. ბევრიც ღრმა ხევში გადაიჩეხა. ივანე ათაბაგმა თავი ბიჯნის ციხეს შეაფარა.
გარნისთან მოპოვებული წარმატების შემდეგ ჯალალ ედ-დინმა დვინიც აიღო და იმავე წლის დეკემბერში თბილისისკენ გამოემართა. რუსუდანმა დატოვა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის დაცვა კი მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა. თბილისი დიდი და კარგად დაცული ქალაქი იყო. მტერი მიხვდა რომ თბილისს იერიშით ვერ აიღებდა, ამიტომ სხვა ხერხს მიმართა. თბილისი ძალიან მრავალეროვანი ქალაქი იყო. აქ ქართველების გარდა მოსახლეობის დიდ ნაწილს მაჰმადიანები შეადგენდნენ. მათთან ხორაზმელებმა მოლაპარაკება გამართეს და დიდ წყალობას დაჰპირდნენ თუ ქალქის კარებს გააღებდნენ. 1226 წლის 9 მარტს , როდესაც ხვარაზმელები შეტევაზე გადმოვიდნენ, ქართველებმაც მზადება დაიწყეს. ამ დროს მოღალატეებმა მოკლეს მემნა ჯაყელი, კარი გააღეს და ხვარაზმელები ქალაქში შემოუშვეს. მტერმა გააფთრებული ბრძოლით ქალაქი დაიკავა. ქართველების დარჩენილი ჯარი ისინის ციხეში გამაგრდა, მაგრამ რუსუდანის ბრძანებით ეს ციხე მალევე დაცალეს.
ჯალალ ედ-დინის ბრძანებით ქალაქში უმაგალითო ხოცვა-ჟლეტვა გაიმართა. დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას. ჯალალ ედ-დინის ბრძანებით სიონის ტაძარს გუმბათი მოუნგრიეს მის ნაცვლად კი ტახტი დადგეს სადაც ჯალალ ედ-დინი დაჯდა. მტკვრის ხიდის თავში იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები დაუყრიათ და აქ მორეკილ ქრისტიანებს აიძულებდნენ ხატები ფეხით გაეთელათ. ვინც ამას არ შეასრულებდა თავს კვეთდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. მემატიანის ცნობით დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა.
ხვარაზმ შაჰმა თბილისში უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისმა მოლაშქრეებმა დაუნდობლად გაძარცვეს ეკლესიები და მოსახლეობა. არც მაჰმადიანები არ დაუნდიათ მათ სანანებელი გაუხდათ ქართევლებისადმი ღალატი. ხვარაზმელების მიერ თბილისის აღება საქართევლოს დაპყრობას სულაც არ ნიშნავდა, მომხდურების მარბიელი ლაშქარი ქართველებმა არაერთხელ დაამარცხეს. ჯალალ ედ-დინმა ვერ შესძლო ვერც ანისის და ვერც კარის აღება. ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს საქართველოს მოკავშირე ხლათის მეციხოვეებმა. ხვარაზმელების ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ისარგებლეს ქართველებმა და თბილისი გაათავისუფლეს, მაგრამ ჯალალ ედ-დინმა პოზიციები აღიდგინა. 1228 წელს ქალაქ ბოლნისთან კვლავ დამარცხდა ქართველები. 1230 წელს ხვარაზმელებმა აიღეს ხლათიც. ეს იყო მისი უკანასკნელი წარმატება. ხვარაზმელების ხუთწლიანი თარეშის მიუხედავად მათ საქართველოს დამორჩილება მაინც ვერ შესძლეს.მალე მას აცნობეს რომ მონღოლებმა მდინარე ამურდარია გადმოლახეს და მის წინააღმდეგ გამოემართნენ. ჯალალ ედ-დინს მოკავშირეები შემოეცალა, ხოლო 1231 წესლს ის უსახელოდ დაიღუპა ქურთისტანში. ჯალალ ედ-დინის გამანადგურებელმა ლაშქრობამ საქართველო უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. განადგურდა ქალაქები და სოფლები, დიდძალი მოსახლეობა ან დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. საქართველოს ჩამოშორდა ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნების დიდი ნაწილი. შესუსტდა საქართველოს ცენტრალური ხელლისუფლება. რუსუდანი ვერ ახერხებდა აჯანყებული ფეოდალების დამორჩილებას. მალე საქართველოს დასაპყრობად თათარ მონღოლები მოვიდნენ.