13 სექტემბერს არჩევნების,ანუ ნაცების ხელისუფლებიდან წასვლის წინ, 2 კვირით ადრე ჯანდაცვის მინისტრამა გამოსცა ბრძანება
ixilet aq რომლის თანახმადაც ფსიქოთერაპია ამოღებულია საექიმო სპეციალობათა ნუსხიდან. როგორ მიგაჩნიათ ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს არ არის ეს ბოროტება დასაგმობი და ახალ ხელისუფლებისათვის ამ ბრძანების გადახედვა მოსაწოდებელი?
* * *
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-6 4/ ნ
2012 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
საექიმო სპეციალობათა ნუსხისა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხა (დანართი №1);
ბ) მო მიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხა (დანართი №2);
2. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით საექიმო სპეციალობათა ნუსხითა და მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხით გათვალისწინებული ღონისძიებები დარეგულირდეს №3 დანართით განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად.
3.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №136/ნ ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ჭიაბერაშვილი
https://matsne.gov.ge/index2.php?option=com...rint&id=174188821პუნქტის კ) „ფსიქოთერაპია“, „ბავშვთა ფსიქოთერაპია“ურჩევს გაიარონ სასერტიფიკაციო გამოცდები–„ფსიქიატრია“-ში;
* * *
გამოვთვამ ეჭვს რომ ამგვარი ამოღება არამედიკამენტოზური სპეციალობებისა ლეგალური სიიდან შეეძლო გაეკეტებინა მხოლოდ
ფარმაკომაფიოზებს ,
რომლენსაც ეს სწორედ არ აწყობთ
This post has been edited by Tornike Alashvili on 25 Nov 2012, 00:56
საქრთველო –ევრაზიის ოქროს კვეთა და გულია.