ანუ ერთი მაგალითიდან გამომდინარე შეგვიძლია დასკვნის გაკეთება მთლიანად მდგომარეობაზე?
მე რომ 5-ჯერ გამეზარდა ხელფასი ე.ი. რა, ხელფასების დონე გახუთმაგებულა?

არაარგუმენტირებულად რაიმეს მტკიცება ძალიან პოპულარულია საქართველოში.
თუმცა ფორუმელებს რა უნდა მოეთხოვებოდეთ როდესაც 10-ში 9 პოლიტიკოსი ქვეყანაში მასეა და დასაბუთებასაც არავინ სთხოვს

ეკონომიკა კი, ბოლო 8 წელია მზარდია, ეს უკვე ფაქტია დადასტურებული თუნდაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მიმნიჭებელი სააგენტოების მიერ და იმას თუ გავიხსენებთ საქართველოში უმუშევრობის რა დონეა, არ უნდა გაგვიკვირდეს რომ წლები საშუალო ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა არ ყოფილა.
არც იქნება კიდევ 5-10 წელი მინიმუმ

ჩვენი განვითარების დონის ქვეყნისათვის, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და არა საშუალო ხელფასის დონე.
სანამ უმუშევრობა არ დაიძლევა, საშუალო ხელფასის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბარიც ზედმეტია!
დასაქმებულთა გარკვეული კატეგორიას, რომლებიც მაღალანსაზღაურებად პროფესიებს მისდევენ, ისედაც ახასიათებს მზარდი ხელფასები, მაგრამ აქ ამინდს ეს კლასი ვერ ქმნის მისი სიმცირიდან გამომდინარე.
მასობრივად ხალხი დასაქმებულია დაბალ-ანაზღაურებად პოზიციებზე, სადაც უდიდესი კონკურენციაა (იმ უმუშევართა არმიისა და სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციის სიმწირიდან გამომდინარე) და სანამ ეს კონკურენცია მნიშვნელოვნად არ შემცირდება (ანუ სანამ ის ხალხი ანალოგიურად არ დასაქმდებიან) მანამდე მაგ მასობრივი დასაქმების სეგმენტზე ხელფასების ზრდა ნომინალური იქნება.