მოგესალმებით

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თემა სწორ ადგილას გავხსენი და იმის იმედიც მაქვს, რომ დამეხმარებით
ჩამოსულია რამდენიმე ადამიანი უცხოეთიდან, რომელთაც ძალიან სურთ საქართველოს სხვადასხვა ადგილების ნახვა. გადავწყვიტე წავიყვანო ვარძიაში, დავით-გარეჯში, უფლისციხეში, შიო-მღვიმეში და ა.შ. მაინტერესებს, დადის თუ არა თბილისიდან აღნიშნული მიმართულებით რამე ტრანსპორტი? და თუ კი, რომელი ადგილებიდან?
ან იქნებ რომელიმე ტრანსპორტი ისეთ ადგილამდე მიდის, საიდანაც შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა ტრანსპორტზე გადაჯდომა და დანიშნულების ადგილას მისვლა? მაგალითად, ახალციხამდე რომ მივიდე და შემდეგ იქიდან - ვარძიაში.
მოკლედ თუ ვინმემ რამე იცით, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. მარშრუტკის დაკვეთა საკმაოდ ძვირი გამოდის და სამწუხაროდ მაგდენი საშუალება ფინანსურად არ მაქვს და ამიტომ ვეძებ ჩვეულებრივი ტრანსპორტის საშუალებებს

წინასწარ დიდ მადლობას მოგიხდით ნებისმიერი ინფორმაციისთვის
Our character is what we do when we think no one is looking.