წარმატებით ჩაიარა საქართველოს 2009 წლის პირველობამ გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ დასძლია ყველა სირთულე და წელს მაინც მოხერხდა ალპინისტური სამყაროსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, საინტერესო და მიმზიდველი ღონისძიების ორგანიზება და არამხოლოდ მთამსვლელებისთვის არის ის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი მოვლენა არამედ უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვისაც რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაესწრონ შეჯიბრს, ამაზე საგანგებოდ ზრუნავს მთამსვლელთა ფედერაცია, უზრუნველყოფს mat როგორც ტრანსპორტით ასევე საკვებით (P.S. დიდი მადლობა სპონსორებს

)
ქართველმა მთამსვლელებმა წარმატებით გაართვეს თავი დასახულ ამოცანას, სანახაობა კი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იყო აზრტი და მოულოდნელობა, რისკი და წარმატება, მოლოდინი და ემოციების მოჭარბება და ა.შ. და ა.შ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც მამაკაცთა ისევე ქალთა შორის, რომელთაც გადაეცათ ძალიან ძალიან მაგარი პრიზები
ნუ მამაკაცებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, რაც შეეხება "სუსტი" სქესის წარმომადგენლებს მათ საზოგადოებაში გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვიეს (მეც ფრიად ნასიამოვნები დავრჩი მათი ასპარეზობის ხილვით)
ერთი სიტყვით მიწურულს უახლოვდება დღევანდელი დღე, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, ველოდებით შემდეგი წლის თებერვალს იმ იმედით (და რა თქმა უნდა კონკრეტული, საკმაოდ დიდი ნაბიჯებით) რომ მომავალი 2010 წლის ჩემპიონატი ბევრად უფრო სანახაობრივი, ინოვაციებით დატვირთული და საინტერესო იქნება
წელს სამწუხაროდ ამინდმა არ მოგვცა საშუალება ტრასაზე წინასწარ დამზადებული ხელოვნური სირთულეები დაგვემონტაჟებინა (ე.წ. mixed climbing)
ესეც სურათები შემთხვევის ადგილიდან

ტრასა როგორც მიხვდით ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, ის მოიცავდა საკმაოდ ფართო ვერტიკალური ღარის გადალახვას ასევე სხვა ტექნიკურ ელემენტებს და შემოფარგულილი იყო წითელი ხაზით (ხაზის გადაკვეთა ავტომატურად დისკვალიფიკაციას ნიშნავს)

ესეც ჩვენი სიამაყე, ერთ-ერთი მანდილოსანი მონაწილე

ტრასა მომზადების პროცესში

ესეც დაცვა, მუდამ ფხიზლად მდგომი და უსაფრთხოების გარანტი 99%
This post has been edited by cicila on 1 Mar 2009, 00:31
"სანამ სხვას უწოდებდე მოღალატეს. ჯერ შენი ერთგულება გადაამოწმე" © hexe
"დაე, ყოვეელი შენი საქმე ისეთი იყოს, რომ აღსასრულის წინ ხალისით გაიხსენო"© მარკუს ავრელიუსი
უბრალოდ მინდა მაღლა, მთებში კლდის ქიმზე გავიარო და ცივი, კრისტალივით სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო
ONLY GOD CAN JUDGE ME!!!