საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლო ცენტრი საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებაა.
2006 წელს მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე ავეჯისა და აპარატურის შეძენა.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი პროფესიული ცოდნით, სასწავლო პრაქტიკის გავლას და შემდგომ დასაქმებას.
მისია : კვალიფიციური კონკურეტუნარიანი კადრების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული ცოდნით
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
მიზანი : *საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში წამყვანი პოზიციის დაკავება
*უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება
ამოცანები : *პიროვნების პროფესიული განვითარების და პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
*დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით;
*საწარმოო პრაქტიკის ორგანიზება და ზრუნვა ცენტრის კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმებისთვის მიღებული პროფესიის და კვალიფიკაციის შესაბამისად, მათი ჩართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესის სფეროში;
*ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება.
ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, ინფორმაციულმა და სოციალურმა ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა განათლების სისტემის რეფორმა, რომელმაც თავის მხრივ განაპირობა გარდაქმნები პროფესიული განათლების სფეროში. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განათლების სისტემის წინაშე დადგა ამოცანა - უზრუნველყოს თითოეული სტუდენტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით მომზადება. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობაა მაღალი კლასის, თანამედროვე კვალიფიკაციის კადრების დეფიციტი. მოძველდა სასწავლო გეგმები, მეთოდური ლიტერატურა. სწავლისათვის საჭირო ახალი მეთოდების სპექტრის გაფართოების, მიზანმიმართული, შესაფერისი გარემოს შესაქმნელად და კონკრეტული სასწავლო შედეგების მისაღებად აუცილებელი ხდება პედაგოგების უახლესი ტექნოლოგიებისა და მასალების მცოდნე ევროპული სტანდარტების შესაბამისად კადრებად მომზადება. საინფორმაციო ტექნოლოგიები სწრაფად განვითარებადია და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბუნებრივია, საჭიროებს გადამზადებულ ინსტრუქტორებს.
პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, საქართველოს რეგიონების პროფესიული სასწავლებლების პედაგოგ-ინსტრუქტორებთა მომზადებას, ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის ჩატარებას პერსონალური კომპიუტერის ტექნიკოს-ოპერატორისა და მომხმარებელ-ოპერატორის სპეციალობით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სპეციალობებისათვის გადაეცემათ სასწავლო გეგმა, რომელიც დამუშავდა შესაბამისი პროფილის კვალიფიციური ქართველი ექსპერტების მიერ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ესტონეთის განათლების სამინისტროს პროფესიული სწავლების დეპარტამენტის, სანკტ-პეტერბურგის ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო აკადემიის, CISCO ქსელური აკადემიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოსკოვის სახელმწიფო კოლეჯის, ბრიტანეთის საბჭოსა და IIZ / DVV თბილისის ბიუროს მხარდაჭერით.
სწავლება:
თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული ლიცეუმი მოამზადებს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებს, დიზაინერებს, ვებ.პროგრამისტებს და სისტემის ადმინისტრატორებს, “აი ტი” სპეციალობებს და სხვა.
ჩვენი მიზანია სამომხმარებლო ბაზრის გათვალისწინებით, განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიების მომხმარებელი მაღალი დონის კვალიფიცირებულ სპეციალისტთა მომზადება და მათი დასაქმების უზრუნველყოფა.
ამ ეტაპზე გათვალისწინებული გვაქვს 400 სტუდენტის (30-32 ჯგუფი) მიღება, ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა 12-16. სპეციალობა დაყოფილია მოდულებად და შესაბამისი აუდიტორიებიც განთავსდება ავტონომიურ ბლოკებად სამ სართულზე. თვითეულ სპეციალობაზე მიმაგრებული იქნება ოსტატ-კურატორი.
უდიტორიები აღიჭურვება უახლესი მოდიფიკაციის კომპიუტერებით. სპეციალობის კოორდინატორები კომპიუტერების მეშვეობით აწარმოებენ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მკაცრი აღრიცხვის სისტემის დანერგვას, მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტესტირებების ორგანიზაციულ მხარეს.
ლიცეუმში სწავლის მსურველები მიიღებიან გასაუბრება-ტესტირების საფუძველზე, რომელიც საშუალებას იძლევა სტუდენტი ჩაირიცხოს საკუთარი ინდივიდუალური ცოდნის დონის შესაბამის ჯგუფში.
მოდულის ხელმძღვანელი ოსტატ-ინსტრუქტორის, შესაბამისი პროფილის მაღალკვალიფიციური ქართველი სპეციალისტებისა და ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით მოხდა სასწავლო გეგმების ფორმირება, რომლის მეშვეობით შესაძლებელია პროფესიულმა სტუდენტმა მიიღოს არამარტო დაქირავებული შრომისთვის საჭირო პროფესიული განათლება, არამედ ჰქონდეს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და წარმართვის უნარ-ჩვევები, სურვილის შემთხვევაში ონლინე რეჟიმით ინგლისურ ენაზე წარმატებული ტესტირების შემდეგ მიიღოს CISCO-ს აკადემიის საერთაშორისო სერთიფიკატი.
სასწავლო პროგრამების სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით და შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით გაგვიწევს რეკომენდაციებს სასწავლო პროგრამებში ცვლილებების თაობაზე.
სპეციალობების მიხედვით სასწავლო გეგმა დაყოფილია რამოდენიმე დონედ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლივ კურსს. ყოველ მომდევნო დონეზე გადასვლა სტუდენტს შეეძლება მხოლოდ შუალედური ტესტის საფუძველზე.
ლიცეუმსა და ასოციაცია “ საქართველოს ბავშვთა სოფელს” შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ვაგრძელებთ მოზარდთა პროფესიული მომზადების საპილოტე პროგრამას, რომლის საფუძველზეც მდივან რეფერენტის და საოფისე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ტექნიკის შემკეთებლის პროფესიას დაეუფლება სტუდენტთა 3 ჯგუფი.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დასაქმების სამსახური აწარმოებს პრაქტიკის სწორად დაგეგმვას, ბიზნესისა და მრეწველობის სფეროსთან კადრების გაცვლის ორგანიზებას, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაბამისი პროფილით დასაქმებას.
დირექცია ადმინისტრაციის, მომსახურე პერსონალის, პროფესსორ-მასწავლებელთა და ოსტატთა ვაკანსიების დასაკავებლად აცხადებს კონკურსს, რომლის გავლის შემდეგ ლიცეუმი დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური პერსონალით და იზრუნებს სასწავლებლის პროფესიული იმიჯის შექმნისთვის.
ესეც საიტი:
itvet.ge*ჯერჯერობით სწავლა უფასოა.T - 37 12 33
T - 37 72 40
T - 37 60 05
T - 37 13 90
გასაგებია, რომ ამ ყველაფრის წაკითხვა დაგეზარებათ, ამიტომ მკითხეთ რაც გინდათ, არ მოგერიდოთ, შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ