სალამი, მოკლედ რაღაც კითხვები მაქვს და მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარებით
მოკლედ ასე დაიწყო ჩემი ისტორია
დაახლოებით 5 წელია მჭირს ნევროზი კერძოდ პანიკური შეტევები/შიშები/უაზრო შფოთვა და ასე შემდეგ ჯოჯოხეთი რა, ყველა ექიმი მოვიარე 6 თვიანი ფსიქოტროპული წამლების კურსები გავიარე, მკურნალობის პერიოდში მშვენივრად ვიყავი, მარა შევატყე რო განარკომანებული ვიყავი შევეშვი მოკლედ წამლებს, 1 წლის მერე იმდენად შემაწუხა რო ისევ დავიწყე წამლების სმა მარა ისევ შევეშვი რადგან ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო ეგეთი სიტუაცია გამომდიოდა, უკვე ჩემით ვზრდიდი დოზებს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა ანუ "კაიფში" ვიყავი სულ 24 საათი და არ მინდოდა მასე ვყოფილიყავი და ისევ შევეშვი, ნუ ეს წამლების გადაგდება ცალკე ტანჯვაა,
მოკლედ 2017 ის ივნისში დამემართა პანიკური შეტევა ოღონდ ისე რო თითები მომეკრუნჩხა გონება არ დამიკარგია ხელები სახე დამიბუჟდა სულ ნუ მამენტ დიდად არც ვიდარდე იმიტომ რომ იცის ნევროზმა მსგავსი ამბები, სამსახურში სიარული მიჭირდა უკვე და მივაკითხე ისევ ახალ ექიმს, დამინიშნა რაღაც ანტიდეპრესანტი დღეში 1 ტაბლეტი, ვსვი ეს წამალი 1 თვე და შედეგი არანაერი არ მქონდა დაჟე პირიქით უფრო დამიმძიმა სიტუაცია, ერთ მშვნიერ დღესაც დამემართა ესეთი რაღაც მე და მამაჩემი მანქანის გასაკეთებლად წავედით ველოდები ხელოსანს რო გააკეთოს უცებ ვიგრძენი სისუსტე და საშინელი შიშის გრძნობა, შევძელი რო მამაჩემთან მისვულიყავი, ხელი მოვკიდე და მიშველე თქო ვსო მაგის მერე არაფერი არ მახსოვს საერთოდ, თვალებს ვახელ და იქვე სასწრაფოს მანქანაში ვარ წნევებს მიზომავენ კარდიოგრამებს მიღებენ ყველაფერი რიგზე იყო, გადმოვედი და ვერც მივხვდი რა ხდება რა ერთი იმაზე დავიზმენდი რო პირიდან სისხლი მომდიოდა ენა მოვიკვნიტე, მოკლედ მამჩემმა ესეთი ამბავი მომიყვა, გაითიშეო კრუნჩხვები დაგეწყოო კრიჭა შეგეკრაო პირიდან დუჟი წამოგივიდაო პახოდუ გალურჯდიო და რაღაც მომეტნში სუნთქვა შეწყვიტეო ტიპები მოვარდნენო შავ ნაჭრებს გაფარებდნენო მეთქი გაანებეთ თავი ეპილეფსია არ ჭირსო ანუ აქამდე არც ბავშვობაში არ მქონია არაფერი მსგავსი, ხოდა ბრახ და ამოისუნთქე უცებო და მოხვედი ჭკუაზეო მარა ეგ მომენტი არ მახსოვს მე მერე მანქანაში ჩაჯექი და მანქანა უნდა გადავაყენოო მეუბნებოდიო

ეგეც არ მახსოვს კაროჩე ეს იყო და ეს, მეორე დღესვე წავედი ნევროპათოლოგთან ვისთანაც ვმკურნალობდი მოვუყევი ეს ამბავი ნუ ეპილეფსია არამგონიაო იმიტომ რომ ნევროზმაც იცისო და ქვია მაგას ისტერიული გულყრაო, იქვე ეპილეფსიის ექიმიც იყო გადავიღე ენცოფოლოგრამა ყველაფერი იყო მშვენივრად უბრალოდ პერიოდული რაღაცა ეწერა რა მარცხენა საფეთქლის არეში, მარა ეპილეფსიის ექიმმაც მითხრა რო არაა ეგ არაფერი საშიში რადგან ნევროზიანი ხარო და ეხლაც რო გიყურებ ცუდათ ხარო

ანუ მაგ მომენტში ძალიან მაგრა ვნერვიულობდი მე თვითონაც, არანაერი საფუძველი არ მაქვს იმის რომ გითხრა ეპილეფსია იყოო, მარა მაინც უნდა გადაიღო ტომოგრაფიაცო, მითხრა რო ენცეფოლოგრამა სუფთაა მარა თავი რო დავიზღვიოთ ტომოგრაფიაც გადაიღეო, მივედი ამ ენცეფოლოგრამის პასუხით სხვა ექიმთანაც დახედა და მითხრა რახან წერია მარცხენა საფეთქელში რაღაც არიო მოდი თავი დავიზღვიოთ და ტომოგრაფია გადაიღე და მერე ვილაპარაკოთო, მოკლედ გადავიღე ტომოგრაფია და არაფერი არ იყო, არც ჩაქცევა/არც სიმსივნე/ ყველაფერი რიგზე იყო, მოკლედ ორივე ნევროპათოლოგმა მიპასუხა კითხვაზე ასე, არაფერი ეპილეფსია არ ყოფილა იყო ისტერიული გულყრაო,
საქმე იმაშია რო როგორც ნევროზიანს :დ მაინც ეჭვი მაქ რო იქნებ ეპილეფსია იყო, ზოგი წერს ეპილეფსიის დროს ახსოვთ ყველაფერიო ზოგი პირიქით
ეს ამბავი მოხდა აგვისტოში და იმის მერე არაფერი მსგავსი არ დამმართნია იმედია არც დამემართება