ეს მართალია?
უკვე მე-10 წელია რაც გისოსებიან კელიაში, იერუსალიმში, პირდაპირ მაცხოვრის საფლავის თავზე, იერუსალიმის 140-ე პატრიარქი, ირინეოსია გამოკეტილი.
იმ ინფორმაციით, რაც ინტერნეტში იძებნება „2005 წლის სააღდგომო წირვის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი, უნეტარესი ირინეოსი თავის კელიაში შევიდა და ცოტა ხნის შემდეგ მასში გარედან გამოკეტილი აღმოჩნდა. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორიაში, როცა პატრიარქი ჩამოაგდეს თავისი ტახტიდან...
უნეტარესი ირინეოსი იერუსალიმის 140–ე პატრიარქია. შეთქმულების მთავარი შემსრულებლად ახლანდელი პატრიარქი თეოფილე III სახელდება, რომელიც ზუსტად იმ 2005 წლის თებერვალში, თავად ირინეოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა...
პატრიარქ ირინეოსს ორი არჩევანის საშუალება მიეცა: ან უნდა დაეტოვა კელია, შერცხვენილს და დამორჩილებულს, ან დარჩენილიყო ტყვეობაში პატრიარქად, რომელმაც არ ცნო უკანონო გადაწყვეტილება და არ აღიარა თავი გადაყენებულად...
მას პატიმრობა არ აკმარეს და კარ–ფანჯარა გისოსებით ამოურაზეს, რათა იმ უამრავ ადამიანს, რომელსაც უყვარს ირინეოსი და დადიოდნენ მასთან, აღარ ჰქონოდათ მისი ნახვის საშუალება. მოგვიანებით მას წყალი და ელექტროენერგიაც გადაუკეტეს, რათა პატრიარქი მძიმე პირობების გამო გლობალისტებს დანებებოდა და დამარცხება ეღიარებინა...
ეს ხდება კელიაში, რომელიც პირდაპირ მაცხოვრის საფლავის თავზე მდებარეობს. ადამიანები დადიან წმინდა ადგილას, ლოცულობენ, ყიდულობენ სუვენირებს და ბევრმა არც კი იცის, რომ მაცხოვრის საფლავის თავზე, გისოსებიან კელიაში იერუსალიმის ნამდვილი პატრიარქია გამოკეტილი. დაპატიმრებული მიზეზის წარდგენის გარეშე თავისივე კელიაში!!!“
https://www.facebook.com/superphotos777/pho...?type=1&theater
მიმაგრებული სურათი