მოგესალმებით, კოლეგებო. თურმე ჩვენ ერთმანეთის დახმარებაც გვჭირდება ხოლმე და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით და რჩევების თხოვნით.
მაშ, რაშია საქმე. ზოგადად მოგიყვებით ჯერ ჩემზე. ვარ 19 წლის ბიჭი. სრულიად ჯანმრთელი. საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობ ჩემს თავს, ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, ნორმალური ფიზიკური აქტივობა მქონდეს, სწორად ვიკვებ0ო, რის გამოც ბევრი რამ საკვებიდან ამოვიღე: ჩიპსები, გაზიანი სასმელები -პეპსი, კოლა, სწრაფი კვება და ასე შემდეგ. მივირთმევ დიდი რაოდენობით ბოსტნეულს და განსაკუთრებით მიყვარს რძის ნაწარმი, მივირთმევ დიდი რაოდენობით ყველს, არაჟანს, ხაჭოს, ზეითუნის ზეთს და ა.შ. სიტხეებსაც საკმარისი რაოდენობით ვიღებ. ჰიგიენის მხრივ აღარ მინდა ლაპარაკი, ბევრ ქალზე ძალიან ვუვლი მგონი ტავს.

რაც შეეხება დაავადებებს და გამოკვლევებს. სამსახური მიწყობს ხელს და გამოკვლევებსაც რეგულარულად ვიკეტებ, თუმცა არც ერთ გამოკვლევაში არც ერთი კომპონენტი კორექციას არ საჭიროებს. მყავს პირადი ექიმიც, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ მომანიჭა და ისიც თვალყურს ადევნებს ჩემს ჯანმრთელობას. წარსულში რამე მნიშვნელოვანი დაავადება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით 2-ჯერ გადატანილ პნევმონიას, რომელმაც ჩაიარა უკვალოდ და თავს კარგად ვგრძნობ. გამოკვლეული მაქვს სისხლი, სხვადასხვა ორგანო, ყველა მუცლის ორგანო, შაქარი, ფარისებრი ჯირკვალი და ა.შ. დავამთავრე სამედიცინო კოლეჯი და ახლა თსსუ-ში ვსწავლობ და სასწრაფოში ვმუშაობ (3 წლიანი სამუშაო გამოცდილება). რაც შეეხება ჩემს პრობლემას, რომელიც არ არის დაავადება.
ბავშვობიდან ვარ შესამჩნევად გამხდარი და ნორმალურად დაბალი. ახლა 19 წლის ვარ და 171 სანტიმეტრი და 52 კილოგრამი ვარ. რადგან ჯანსაღად ვგრძნობ ტავს, გადავწყვიტე კოლეგები დავიხმარიო და გავერკვე, თუ რატომ ვარ დაბალი და გამხდარი, მიუხედავად იმისა, რომ იმდენს ვჭამ საწმელს, რომ ხუმრობით ხალხი მიშლის ჭამას, სასწავლებელში, სახლში, სამსახურში. (გარდა ღამის, რაც არ ვარგა). საკმაოდ ბევრს გეახლებით და ამ დროს როცა სხვები სიმსუქნეს უჩივიან, მე წონის მოსამატებლად ვიბრძვი. ყოველ დილა ვარჯიშებს ვაკეთებ, დავდიოდი კარატეზე, ასევე ცურვაზე. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, დილით გავდივარ და ხან მაორე დილით მოვდივარ სახლში და ხან მეორე სარამოს, რადგან სამსახური 24 საათიანია და პლუს ამას უნივერსიტეტი და მეცადინეობა (ჭამას მაინც ვასწრებ).

ამ პრობლემით ჩემს პირად ექიმს მივაკითხე, ჩამიტარა გამოკვლევები, კერძოდ ჭიებით და ეიზინოფილების რაოდენობით დაინტერესდა, რადგან ყველაფერი დანარჩენი წესრიგში მაქვს. ჰემოგლობინი ზედა ზღვარტაბაც კი მაქვს. ყველაფერი ნორმში აღმოჩნდა და მიტხრა, რომ შეიძლება ეს გენეტიკური იყოს, თუმცა მინდა გითხრათ, არ მაქვს გენეტიკურად ასეთი სიგამხდრე და მაინტერესებს, როგორ შეიძლება, და რა გზით შეიძლება წავიდე, რომ მოვიმატო სიმაღლეში და მქონდეს მუსკულატურა? ნუთუ არ არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსავალი? დისკომფორტს მიქმნის, რადგან ტანსაცმლის არჩევის დროს სუპერ სმოლიც კი დიდ მომდის, ფსიქოლოგიურადაც დამთრგუნველია და ფიზიკურადაც. ზოგადად სიმპათიური ვარ, მაგრამ როცა გამხდარი ხარ, ძნელია საკუთარ თავში თავდაჯერებული იყო. გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, რჩევები, თუ როგორ უნდა ვიკვებო, რომ წონაშ მოვიმატო. და რაც მთავარია სიმაღლეშიც. ველოდები ტქვენს პასუხს.