გამარჯობათ. თქვენი რჩევა მჭირდება, ტელევიზორის ყიდვას ვაპირებ და დამეხმარეთ რომელი ვიყიდო და სად ღირს ყიდვა. როგორც მითხრეს samsung-ი ან LG-ი ჯობია აქაურ Sony-ს და panasonic-სო. დაახლოებით 2000 ლარის ფარგლებში მინდა შევარჩიო, ალტაში ვნახე samsung-ის 51 დიაგონალიანი plasma D550, საკმაოდ კარგია, 3D-ც აქ თუმცა ფერებში ჩამოუვარდება samsung-ის LED 6100-სს. SMART TV-ის ფუნქციები აქ თან ამ LED ტელევიზორს და არ ვიცი რა არის ან საერთოდ რაიმეში თუ გამომადგება და იქნებ ამიხსნათ რას წარმოდგენს ეს SMART TV. PLASMA 51-იანი გირს 2300 ლარი, LED 40-იანი კიდე 2100 ლარი, სხვაობა 200 ლარია მაგრამ ზომაში საკმაოდ დიდი და იქნებ დამეხმაროთ რომელი გირს რომ ვიყიდო. LCD ტელევიზორებს ფერები ერევა გვერდიდან რომ უყურებ, და ამის გამო არ ვფიქრობ მის შეძენას. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე. წინასწარ გმადლობთ.