სერიალის შესახებ“გრეის ანატომია”- ამერიკული სატელევიზიო დრამა. ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოების მფლობელი.
სერიალი პირველად 2005 წლის 27 მარტს გავიდა ABC-ის ეთერში.
„გრეის ანატომია“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშია 26 ნოემბრიდან, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 21.00 საათზე.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიეტლის გრეის საავადმყოფოში (Seattle Grace Hospital) - ყველაზე რთული რეზიდენტურა მომავალი ექიმებისათვის. გაიცანით მერედიტი, იზი, ჯორჯი, ალექსი და ქრისტინა. გუშინ ისინი სტუდენტები იყვნენ, დღეს კი ექიმები არიან. მათი მისიაა გაუძლონ 7-წლიან გამოცდას გრეის საავადმყოფოში (Grace Hospital).
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მათი ცხოვრება გრძელდება: ეჭვიანი მეგობარი ბიჭები, ავადმყოფი მშობლები, ერთი ღამის თავგადასავლები, ცხოვრებისეული კრიზისები. მათ მხოლოდ
პერსონაჟებიმერედიტ გრეი (Ellen Pompeo)- ქალი, რომელიც ცდილობს იცხოვროს სრულფასოვნად, მიუხედავად სამსახურისა, რომელიც ამას შეუძლებელს ხდის. მერედიტის პროფესიული ამბიცია დაჩრდილულია მისი საიდუმლოთი: მერედიტის დედა, წარსულში ცნობილი ექიმი, მძიმე დაავადებას ებრძვის.
ქრისტინა იანგი (Sandra Oh ) – კონკურენტუნარიანი, მიზანდასახული, ამბიციური.
იზაბელ (izi) სტივენსი (Katherine Heigl) – გაიზარდა პატარა ქალაქში, გაჭირვებულ ოჯახში. ის მოდელად მუშაობს, რომ სწავლის გადასახადი დაფაროს.
ჯორჯ ომალეი (T.R. Knight )– ურთიერთობებში თბილი, მაგრამ მისი იმედი არ უნდა გქონდეთ. მისი ნათქვამი, თუ საქციელი ყოველთვის სიტუაციის არაშესაფერისია. მიუხედავად მისი დიდი ინტერესისა ქალების მიმართ, ჯორჯი აღიქმება როგორც “ერთ-ერთი გოგონათაგანი”.
ალექს კარეი – უხეში და ამბიციური. პრაქტიკანტი, რომელიც არავის უყვარს.
რეზიდენტებს ექიმების ჯგუფი უძღვებათ. მათი მისიაა ეს ახალგაზრდები სწორ გზაზე დააყენონ და დაეხმარომ მათ პროფესიულ განვითარებაში.
მირანდა ბეილი – უფროსი რეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია მათ ტრეინინგზე.
დერეკ შეპარდი (Patrick Dempsey) – მექალთანე, მაგრამ ამავდროულად ნიჭიერი ექიმი. მას საიდუმლო კავშირი აქვს მერედიტთან.
პრესტონ ბრუკი (Isaiah Washington)– მისი უხეშობა უკანა ფლანგზე გადადის, როდესაც ის სკალპერით მუშაობს.
ექიმი რიჩარდ ვებერი – უფროსი ექიმი, რომელიც აკონტროლებს გრეის საავადმყოფოს.
http://www.gpb.ge/st_8_greysanatomy.php?la...m_id=1&sub_id=8