#28091567 · 31 Oct 2011, 09:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anita
QUOTE | განცალკევებით ცხოვრობს და უძველესი ქრისტიანები არიან |
რეალურად ეს არის ეკლესია, რომელიც შეადგენს მონოფიზიტთა ოჯახს. ალექსანდრია მონოფიზიტებით იყო დასახლებული V საუკუნის მერე. ანუ რეალურად ისინი არიან ალექსანდრიული წესის მონოფიზიტი ქრისტიანები. აი სომხებიც ხომ მონოფიზიტები არიან, ეგენიც ეგრე არიან. სქიზმა მოხდა V საუკუნეში, მას მერე მონოფიზიტები განცალკევებულნი არიან.
ჰყავთ ალექსანდრიის პაპი, სრულიად ეგვიპტისა და მთელი აფრიკის ეპისკოპოსი, წმინდა მარკოზის ტახტის მემკვიდრე. გარდამოცემით მოციქულმა მარკოზმა დააარსა ალექსანდრიის საპატრიარქო.
პ.ს. ნუ წარმოვაჩენთ რაღაცა მისტიკოსებად, ჩვეულებრივი ქრისტიანები არიან, ისევე როგორც ასურეთის აღმოსავლეთის ეკლესიის ქრისტიანები(ანუ ნესტორიანელები) და ისევე როგორც მართლმადიდებლები და კათოლიკები.
This post has been edited by OtherguyL on 31 Oct 2011, 09:54
--------------------
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.
|