#58528620 · 27 Oct 2021, 16:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართული ოცნების დრო წასულია. დრო ახლა ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს.
ოცნების ამომრჩეველი პასიური მასაა რომელიც იდეურად კი არ არის ოცნების მომხრე, არამედ პასიურობაში და უძრაობაშია მისი თანამონაწილე. შედეგად ამ მასის მობილიზება თავად ხელისუფლებისთვისაც რთულია. ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის აწვებოდა მასის კიდევ უფრო გაპასიურების იდეას, რომ ამ ფონზე თავად ეკვარახჭინებინა საჭირო საქმეები - ეკონტროლებინა სუს-ის მეშვეობით, გაეყალბებინა არჩევნები ჩაყრებით და დათვლებით, ფული ეკეთებინა ტენდერებში , წვეროსნებთან გარიგებით ეკონტროლებინა მრევლი და ა.შ.
მათდა სამწუხაროდ ნაციონალებმა/ოპოზიციამ შეძლო ამ რეალობის შეცვლა. ბოლო წლების ჰიპერაქტიურობის წყალობით ნელნელა ოცნებას გამოაცალეს დასაყრდენები, სათითაოდ და მეთოდურად - სუსის პოლიტიკური აქტივობა გაშიფრული და პარალიზებულია, ბინძური წვეროსნები იდენტიფიცირებული და დისკრედიტებულნი არიან, ტენდერებში ფულის კეთების მექანიზმები და მათ უკან მდგომი ჩინოსნები იდენტიფიცირებულია.
ფაქტიურად მოგუდა ოპოზიციამ ხელისუფლება. ყველა მათთვის ნაცნობი სამოქმედო სივრცე ამოუკეტა.
და სწორედ აქ მოხდა მთავარი გარდატეხა. ცაიტნოტში დარჩენილმა ოცნებამ მიმართა მათთვის უსიამოვნო გზას - ხალხის მობილიზებას. ეს ფაქტიურად ოცნების დამარცხების აღიარებაა. დამარცხების იმიტომ რომ ოცნების კრედო არ არის ხალხის ინტერესების დაცვა და მათთან ანგარიშვალდებულება.
ჰოდა უკიდურეს სიტუაციაში სწორედ ამ წყალში შეაბიჯეს ქოცებმა. ეს კიდევ ორლესული ხმალია და ქოცებსაც ისევე გაჭრის, როგორც ოპოზიციას. ოპოზიციას კი დასაკარგი არაფერი აქვს, მათ ეს სისხლი უკვე ადინეს დიდი ხნის წინ. ახლა თუ ვინმე დაზარალდება ეს ოცნებაა.
ქოცები ამ მასის მობილიზებით აგებენ როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოკლეზე აგებენ იმიტომ რომ ყველასთვის, მათ შორის იმ მასაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებისთვისაც მედიის საშუალებით აშკარა გახდება, რომ 50 ლარზე ან ძალდატანებით წამოსული ხალხია უმრავლესობა. გრძელვადიანში კი წააგებენ იმიტომ, რომ თუკი ამ მასაში ვინმე შედარებით აზრზე მოსული აღმოჩნდება, ის იგრძნობს რომ შეუძლია ხელისუფლებას მოსთხოვოს და მისგან პასუხს ელოდეს. ასეთი ხალხი კი ქოცების სიკვდილია.
მოკლედ, ოპოზიციამ მოახერხა ქვეყანაში თავისი დღისწესრიგის დანერგვა და მათ შორის ხელისუფლებაც ამ თამაშზე შესვა. ჟანრის კანონი კი ისეთია, რომ ვისი დადგენილი თამაშის წესებითაც თამაშობ, იმას დიდი უპირატესობა აქვს შენთან და ადვილად დაგამარცხებს. ქოცები კი დღეს ოპოზიციის თამაშის წესებით თამაშობენ.
ამის დასტურია დღევანდელი ე.წ. აქცია, რომელიც აუცილებელი გახდა ნაცების მრავალათასიანი აქციების შემდეგ. მთელი კვირა ამტკიცებდნენ ცოტა ხალხი იყოო და მერე უცბათ აფაცურდნენ ჩვენ უფრო მეტის გამოყვანა შეგვიძლიაო. ანუ ნაცების რაოდენობამ შეაშინათ და უკიდურეს გზას მიმართეს თავის გადასარჩენად.
1-1ზეც წააგებენ. ნაცების ქუჩაში გამოსული საშუალო სტატისტიკური აქტივისტი მილიონჯერ უფრო აზრზე მოსული აქტიური და რქიანია, ვიდრე ქოცების მიერ ჩამორეკილი ბიუჯეტნიკი ან მემაღაროე.
მგონი ახლოვდება პასივიზმის, პოხუიზმის, 50 ლარზე გაყიდულობის ზეობის დასასრული წილხვედრში.
ყოჩაღ ნაცებს კაროჩე.
This post has been edited by Grows on 27 Oct 2021, 16:27
|