

უკვე 25 წელია რაც იაპონელებმა გადაწყვიტეს მდიდრული ავტომობილების წარმოება: Acura, Infiniti და Lexus. ზოგადად მდიდრულ ავტომობილებს: Toyota-ც, Nissan-იც და Honda-აც უშვებდნენ, მაგრამ პირველად მდიდრული ბრენდი იაპონიაში შექმნა Honda-მ ეს იყო Acura, 1986 წელს, 3 წლის შემდეგ კი ამ იდეას Toyota და Nissan-იც შეუერთდნენ და 1989 წელს ერთდროულად დაარსდნენ Infiniti და Lexus.
ანუ რა მოხდა? იმ დროისთვის და ეხლაც ყველაზე მსხვილმა იაპონურმა მდიდრულმა ბრენდებმა დააარსეს მდიდრული ქვე-ბრენდები, თავდაპირველად ავტომობილებს მხოლოდ, შეერთებულ შატებში ყიდიდნენ, დღეს კი Acura, Infiniti და Lexus მთელ მსოფლიოში იყიდება. რაც შეეხება დღევანდელობას სამში მხოლოდ ერთია პასიური ეს გახლავთ Acura, მდიდრული ბრენდი რომლის სამოდლო რიგიდან არცერთი არ არის მძლავრი და სამწუხაროდ ბრენდი რომელიც ვერ უწევს კონკურენციას ვერც იაპონურ, ვერც ამერიკულ და ვერც გერმანლ კონკურენტებს.

ელექტო ავტომობილი რომელიც შეიქმნება Nissan Leaf-ის ბაზაზე. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა სუპერ ქარი რომელიც შესაძლოა შეიქმნას Nissan GT-R-ის ბაზაზე. Lexus ყველაფრის და მიუხედავად მაინც ლიდერი იაპონური ბრენდია, Lexus არის მსოფლიოში პირველი მდიდრული ბრენდი რომელმაც მასიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება ამასთან შექმნა Lexus Hybrid Drive: RX 400h, GS 450h, LS 600h L, HS 250h და CT 200h.
Lexus-მა ცალკე დააარსა კიდევ უფრო მძლავრი ქვე-ბრენდი Lexus F რომლის პირველი ქმნილებაც 2007 წელს ვიხილეთ ეს იყო Lexus IS F, Lexus LFA-ს რაც შეეხება იცით რომ ამ სუპერქარზე კომპანია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს 2009 წელს კი უკვე წარადგინეს ავტომობილის სერიული ვრესია რომელიც ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებული იაპონური ავტომობილია. ბოლოს მინდა რომ შემოგთავაზოთ ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე მძლავრი იაპონური ავტომობილები
მაშ ასე 10 ყველაზე მაგარი ,,იაპონელი’’.
1) Lexus CT200h 2010-
კომპაქტური მდიდრული ავტომობილი რომელიც იაპონურებიდან ერთადერთია დღესდღეობით, სახელიდანაც ადვილი მისახვედრია რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ავტომობილთან, 1.8 ლიტრი მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 136 ცხენის ძალას, საქმეშია ელექტრო ძრავიც 80 ცხენის ძალით, ჯამში ავტომობილი გამოიმუშავებს 136 ცხენის ძალას და 207 ნიუტონ მეტრს, მოიხმარს 3.8 ლიტრ ბენზინს 100 კილომეტრზე, ელექტრო ძრავს დამოუკიდებლად შეუძლია გაიაროს 45 კილომეტრი.დამეთანხმებით რომ 29,120 საწყისი ფასი ასეთი მაღალ ტექნოლოგიური და ეკონომიური ავტომობილისთვის ძალიან მისაღებია.
2) Infiniti IPL G37 Coupe & Convertible 2011-
საკმაოდ სიმპატიური და ამვდროულად მძლავრი ავტომობილი, 3.7 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 348 ცხენის ძალას. არსებობს როგორც კუპე ასევე კაბრიოლეტიც. სამწუხაროდ ფასებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს.
3) Lexus IS F 2007-2010-
კომპაქტური მოცულობის სპორტული ავტომობილი, 5.0 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 416 ცხენის ძალას და 503 ნიუტონ მეტრს. ძრავი გადაბმულია 8 სიჩქარიან ავტომატურ სპორტულ გადაცემათა კოლოფზე. ავტომობილს კონკურენცია უწევს: Mercedes C63 AMG-ისთან და BMW M3-თან. ფასი შეადგენს 59,010 დოლარს. ავტომობილი თავის კლასში ყველაზე მძლავრი იაპონური ავტომობილია. Lexus IS-ის იაპონური კონკურენტი არ ყავს.
4) Infiniti M56 2010-
ეს არის ყველაზე მძლავრი ბიზნეს კლასის მდიდრული იაპონური ავტომობილი 5,6 ლიტრიანი V8 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 565 ნიუტონ მეტრს, ავტომობილი კონკურენციას უწევს: Mercedes-Benz E500/550, BMW 550i, Jaguar XF Supercharged, Hyundai Genesis R-Spec და Audi S6-ს. საწყისი ფასი 59,100 დოლარი.
5) Lexus LS600h L 2007-2009-
ერთერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ძვირად ღირებული იაპონური ავტომობილი 5.0 ლიტრი მოცულობის რაღათქმა უნდა ჰიბრიდული 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 439 ცხენის ძალას და 522 ნიუტონ მეტრს, ავტომობილს ელექტო მატორი გამოიმუშავებს 221 ცხენის ძალას დანარჩენი კი ბენზინის ძრავის დამსახურებაა. ავტომობილის ძრავი არის გადაბმული 8 სიჩქარიან L110F CVT გადაცემათა კოლოფზე.
LS 600h L წვავს 9.3 ლიტრ ბენზინს 100 კილომეტრზე, გამოყოფს 219 გრამ CO2-ს. ავტომობილის საწყისი ფასი 112,250 დოლარს შეადგენს, ეს არის მსოფლიოში პირველი ავტომობილი რომელსაც აქვს 8 ცილინდიანი ჰიბრიდული ძრავი. ავტომობილს მსოფლიოში კონკურენციას მხოლოდ BMW ActiveHybrid7 უწევს. ზოგადად კი Lexus LS არის ერთადერთი იაპონური ლუქს კლასის მდიდრული ავტომობილი რომელიც იყიდება, მთელ მსოფლიოში, არ არსებობს იაპონური ავტომობილი რომელიც კონკურენციას უწევს Lexus LS.
6) Infiniti FX50 2008-2011-
ესეც ერთადერთი ბიზნეს კლასის მდიდრული იაპონური ყველგანმავალი, რომელიც ამავდროულად არის ერთერთი ყველაზე მძლავრი იაპონური ავტომობილი მას უყენია 5.0 ლიტრი მოცულობის ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 390 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ მეტრს. ავტომობილი 100კმ/სთ ს ანვითარებს 5.0 წამში მაქსიმალური სიჩქარე აქვს შეზღუდული 270კმ/სთზე. ავტომობილის ფასი იწყება 53,350 დოლარიდან.
7) Infiniti QX56 2 Generation 2010-
ყველაზე ძვირად ღირებული Infiniti 5.6 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებ 400 ცხენის ძალას. ავტომობილი ყელა კრიტერიუმში სჯობნის მის მთავარ კონკურენტს Lexus LX 570-ს ამის გარდა მისი კონკურენტები არიან: Cadillac Escalade და Lincoln Navigator. ავტომობილის ფასი იწყება 56,700 დოლარიდან.
8) Lexus GX460 2010-
9) Nissan GT-R 2007-2010-
ერთერთ ყველაზე წარმატებული პროექტი რაც კი იაპონელებს ოდესმე შეუქმიათ, მართლაც რომ ფენომენალური ავტომობილი 3.6 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებ 520 ცხენის ძალას და 632 ნიუტონ მეტრს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 317 კმ/სთს ხოლო 100კმ/სთ ს ანვითარებს 3.6 წამში. ავტომობილის ფასი იწყება 89,950 დოლარიდან. ავტომობილს უკვე დიდი ხანია რაც მიანიჭეს სტატუსი ,,Porsche-ს იაპონური კონკურენტი’’.
10) Lexus LFA 2010-2012
ყველაზე ძვირად ღირებული იაპონური ავტომობილი 4.8 ლიტრი მოცულობის 10 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 552 ცხენის ძალას და 480 ნიუტონ მეტრს, შედეგად ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 325 კმ/სთ. ხოლო 100 კმ/სთ ანვითარებს 3.7 წამში. ავტომობილის ფასი შეადგენს 375,000 დოლარს. სულ შეიქმნება ავტომობილის 500 ეგზემპლიარი. ამასთან იგეგმება კაბრიოლეტის შექმნაც. არ არის გამორიცხული რომ იგივე ძრავი მიიღოს ჯერ კიდევ სავარაუდო GS-F მაც.
http://news.drive.ge/?m=60&newsid=3094 This post has been edited by >gorski*lud*lover> on 14 Sep 2011, 15:28