#27337084 · 12 Sep 2011, 10:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2012 წლის 1 იანვრიდან მაგთიკომი აპირებს, დანერგოს საქართველოს ბაზარზე ფართო სპექტრის Pay-TV (ფასიანი ტელემაუწყებლობის სისტემა) მომსახურება, მათ შორის ციფრულ ტელემაუწყებლობა, რომელიც გადასცემს გამოსახულების მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და HD) არხებს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ორბიტალური პოზიცია - 31.5 გრადუსი აღმოსავლეთით, შესაძლებელს გახდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაუწყებლობის სწრაფ განვითარებას და SD და HD სერვისზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მისი მძლავრი სისტემა, დაფუძნებული კომპიუტერულ პროგრამირებაზე, და სიგნალი, რომელიც ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, პატარა, 60 სმ-იანი თეფშების გამოყენების საშუალებას იძლევა. კომპანია SES-ი სთავაზობს მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას: გამოსახულების მაღალი და სტანდარტული გარჩევადობის მქონე არხების გადაცემას, ტელე და რადიო არხების მაუწყებლობას სატელიტის ან საკაბელო ქსელის მეშვეობით, მონაცემთა მიღება-გადაცემას და ხმოვანი სერვისის მიწოდებას. ყოველივე ეს 31.5 გრადუსი ორბიტალურ მდებარეობას აქცევს იდეალურ პლატფორმად იმ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რომელიც არსებობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში HDTV (მაღალი გარჩევადობის ტელევიზია) მომსახურებებზე.
--------------------
vittu mitä säätöä!
|