#27353750 · 13 Sep 2011, 11:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მათემატიკის ფესტივალის გაკეთებას ვაპირებ და თქვენი იდეები მჭირდება.
პროექტი გათვლილია X, XI კლასის მოსწავლეებზე. მათ უნდა შექმნან:
- ნახატი მათემატიკის თემატიკაზე. - მხატვრული ნაწარმოები .................... - გააკეთონ მცირე, 5 წუთიანი მოხსენება თუ რატომ უნდა ვისწავლოთ მათემატიკა. ( ვიზუალური მასალის დახმარებით )
ნაშრომების პრეზენტაცია მოხდება ერთ ლამაზ საღამოს და გამარჯვებულებიც ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდებიან.
იქვე გაიმართება მინი - კონკურსი მათემატიკოსებისათვის და გამარჯვებულიც ასევე ფასიანი საჩურით დაჯილდოვდება.
პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ აღნიშნული საღამოს ვიდეო ვერსია გაკეთდება და მის პრეზენტაციას ყველა სკოლასა და კლასში გავაკეთებთ ეტაპობრივად.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისინიც, რომლებიც არ არიან დაინტერესებული მათემატიკით და იმედი მაქვს ამ ღონისძიების შედეგად მეტი დაინტერესება წამოვა მათემატიკისადმი, რადგან თუ გაამართლებს ყოველწლიურ და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და კარგი იდეები მომაწოდოთ. არ მინდა რამე გამომეპაროს. თუ რამე ზედმეტია ან დასახვეწია მითხარით და ამოვიღებ.
--------------------
أشهد أن لا إله إلا الله و أشهد أن محمد رسول الله
|