ეს ტროლაობაც რელიგიასავით არი

თავიდან შექმნეს ადამიანებმა ტროლი
რაღაც დროის მერე ყველას დაავიწყდა ტროლის ნამდვილი დანიშნულება
ეხლა ყველა ისე იგებს დატროლვას როგორც უნდა
მალე დაიწყება ამის გამო კონფლიქტები
ერთი სასტავი დასცხებს მეორეს გინდა თუ არა ტროლაობა ესე არ უნდა ესე უნდაო
მერე ამ ხალხს სათავეში ჩაუდგება ადამიანი რომელიც ყველაზე მაგრად ტროლაობს
დროდადრო ეს ადამიანი დაივიწყებს ტროლაობის ნამდვილ არსს და ხალხის ფულებით იცხოვრებს ჯიგრულად
მერე ძალაუფლება მოუნდება და თავს თვით ტროლად გამოაცხადებს
მერე გამოჩნდება სხვა ვისაც იგივე მოუნდება
დაიწყება ომები განუკითხაობა ხალხი ერთმანეთს დახოცავს არა ჩემი ტროლი ჯობია არა ჩემიო და მოვა შუა საუკუნეები


~