Lamborghini-მ მიმდინარე პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა ახალი კონცეპტი - Sesto Elemento (მეექვს ელემენტი).

მენდელეევის ელემენტების ტაბულაში ნახშირბადი არის მეექვსე ნომრად წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის ნაწილების აბსოლიტური უმრავლესობა ნახშირბოჭკოსგანაა გაკეთებული, სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი კონცეპტის ესეთი უცნაური სახელის შერჩევისთვის.


"მეექვსე ელემენტის" კონსტრუქციის თითქმის ყველა ნაწილი, მათ შორის კოკპიტი, კარკასი, ძალოვანი სტრუქტურა, კუზაო, დაკიდების სისტემის ელემენტები, დისკები, მაყუჩის სისტემის ზოგი ელემენტები და სხვა გაკეთებულია კარბონისგან. კონსტრუირების ესეთი "ექსტრემალური" მიდგომიდან გამომდინარე ავტომობილის წონა 999კგ-ზე დაფიქსირდა.

Sesto Elemento-ს სალონი საკმაოდ ასკეტური გამოვიდა. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მოწყობილობების და პანელების რაოდენობა. შედეგად მანქანის ძალოვანი ელემენტები და აგრეგატები ნათლად ჩამოჩნდა.

ძრავი არის V10, რომელიც ავითარებს 570ც/ძ-ს (სავარაუდოდ LP570-იდან). დაბალი წონის და ძლიერი ძრავის წყალობით Sesto Elemento 100კმ/სთ-ს 2.5 წამში კრეფს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 300კმ/სთ-ით. ცხენის ძალაზე 1.75 კილოგრამი ფიქსირდება.

ეს ექსპერიმენტული მოდელი მთლიანად AUDI AG-ის მიერ არის დაფინანსებული. ამ პროექტის პარტნიორი გახლდათ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კომპოზიტური მასალების ექსპერიმენტული სპეცლაბორატორია. "მეექვსე ელემენტი" რათქმაუნდა სერიაში არ ჩაეშვება, ეს მხოლოდ კონცეპტია. თუმცა ის ტექნოლოგიები და მიღწევები რაც ამ ავტომობილშია გამოყენებული მომავალ მოდელებში დაინერგება.




ამასთან შეგახსენებთ, რომ ლამბო აქტიურად მუშაობს ახალ ტოპ მოდელზე, რომელმაც Murcielago უნდა შეცვალოს (2001 წლიდან გამოდის). ახალ მოდელს სავარაუდოდ Jota დაარქმევენ.
This post has been edited by L3VANI on 1 Oct 2010, 12:46