Lapisერთი საიტი ვნახე, წერია გაფრთხილებები, როგორ არ უნდა უპასუხო, თუ ამ ტესტს დაგიდებენ ფსიხოსთვის, ან დამსაქმებელი თუ გაკეთებინებს
1. არ უნდა თქვა: სურათზე არის ესა და ის. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები ფსიქიურ აშლილობას გამოგიწერენ
უნდა თქვა -ეს გავს...და ა.შ.
2. უნდა მოერიდო ისეთ პასუხებს, როგორიცაა -ესაა სატანა, ბავშვის ტვინი, და ა.შ.
ჯობია თქვათ -პეპელა, მოცეკვავე
3. არ შეეცადოთ იყოთ განსაკუთრებულები და არ აბრეხვოთ საოცრებები. ჯობია თქვათ ბანალური პასუხები
მაგრამ პასუხი არ უნდა იყოს სექსუალური ხასიათის. ესაა პროვოკაცია, თითქმის ყველა სურათი მოგვაგონებს სასქესო ორგანოებს და სპეციალურადაა ესე გაკეთებულიო
არც ძალიან მალე უნდა უპასუხოთ და არც დააყოვნოთ პასუხის გაცემა
4. თუ განსაკუთრებულად განსხვავებული პასუხები გექნებათ და შეამჩნევთ 1-2 ფიგურაზე მეტს, ფსიქოლოგები აუცილებლად დაგისვამენ მენტალ-დისორდერის

დიაგნოზს
ძალიან ბევრი ფიგურის დანახვა შიზოფრენიის დიაგნოზსაც კი ნიშნავს
ასე რომ კარგად მოემზადეთ, არ არის ადვილი გაიმარჯვო რორშახის ტესტზე
5. არ თქვათ -ბავშვი ზის საწერ მაგიდასთან, ან ვამპირს სძინავს კუბოში
ეგ იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენში ძინავს მხეცს, რომელიც ერთხელაც გაიღვიძებს
6. დამსაქმებლები ასევე აქცევენ ყურადღებას პედანტურობის და ფეთხუმობის ნიშნებს. მაგ. თუ ძალიან დაიწყებ კირკიტს დეტალებზე, ან პირიქით, უაზროდ თუ უპასუხებ
ასევე ექცევა ყურადღება იმას, თუ თქვენ შავ-თეთრ სურათებზე უფრო მალე იძლევით პასუხს, ვიდრე ფერადზე. ამას მიაწერენ ქოლორ-შოკს, რაც რათქმაუნდა თქვენს ნევროზულ მდგომარეობას მიანიშნებს
მოკლედ ვიღაც სამსახურში არ მიიღეს