
მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ წითელი ისრით მითითებული ფუნქცია "Hidden" რომლის მონიშვნითაც ფოლდერი უჩინარი ხდება უმოქმედო მდგომარეობაშია, ანუ მომხმარებელს (ადმინისტრატორს) მისი შეცვლა შეზღუდული აქვს. ეს არ არის ის შემთხვევა რომლის გამოსწორებაც "amvokiller"-ით არის შესაძლებელი. ეს რაღაც სხვაა, აღსანიშნავია ისაც რომ ამ ფოლდერების შიგნით მყოფი ფაილები ჩვეულებრივად არის და "Hidden"-ი არ აქვს მინიჭებული ასევე არაფერი არ ჭირს კომპიუტერში მყოფ სხვა ფოლდერებსაც. ეს პრობლემა აქვს მხოლოდ ფლეშკაზე მყოფ ფოლდერებს რომლებსაც კომპიუტერში დაკოპირების შემდეგაც დამალვის ფუნქცია აქვთ მინიჭებული და ეს ფუნქცია სამართავად მიუწვდომელია.
ფოლდერები ჩანს მარტო ჩემი სამსახურის კომპიუტერში დამალული ფოლდერის გამოჩენის ფუნქციის ჩართვის შემდეგ, "folder options"-იდან ყველა სხვა კომპიუტერში სადაც ვცადე არ გამოჩდა იგივე ფუნქციის გააქტიურების შემდეგაც.
ყველას წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ