ისევ იმ არხზე, მამაოების ცირკები რო იდება (მადლობა ვინც ამ ყველა ქლიავობას ისმენს და მარგალიტებს აგროვებს ამ არხზე, მშვენიერ საქმეს აკეთებს

) ახალი ვიდეო დევს:
დეკანოზი ბასილ ახვლედიანი: არ შეიძლება ოჯახის დაგეგმარება, კონტრაცეპტივების გამოყენება,
საკეისრო კვეთა...შეჩვენებულია დედაკაცი რომელიც მამაკაცის სამოსს ჩაიცვამს... ზღვაზე გაშიშვლება არ შეიძლება...შემირცხვენია ის ადამიანი, ვინც თავის მეუღლეს ზღვაზე აშიშვლებს... ელექტრონულ ბიოჩიპს ორგანიზმში ჩაგვიდგამენ. ვინც უარს იტყვის საზოგადოებიდან გაირიყება. ეს იმპლატანტი მარჯვენა ხელში და შუბლში იდგმება, რადგან ეს ადგილები კვებავენ ჩიპს ტემპერატურის ცვალებადობით.
ყველა პროდუქტზე 666-ია გამოსახული. ევროკავშირი ანტიქრისტეს სამეფოს წინასახეა.
მოკლედ, ის დროა მამაოებმა ჩამოწერონ:
აი ეს და ეს შეიძლება (მაგ: ფულის შეწირვა ეკლესიისთვის, მამაოს დაჯერება, მამაოს დიდება)
და გვეცოდინება, რომ ყველაფერი დანარჩენი არ შეიძლება