ალბათ ბევრი ავტომოყვარულისთვის განსაკუთრებით კი BMW–ს მოყვარულთათვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბავარიულმა ავტომწარმოებელმა 480 ცხენისძალიანი X6 Active Hybrid–ის წარმოება შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდა. როგორც კომპანია აცხადებს, ავტომობილმა თავისი დანიშნულება საერთოდ ვერ გაამართლა, რადგან ის გათვლილი იყო სისწრაფეზე და ამავდროულად ეკონომიურობაზე, მისი ზედმეტი წონის გამო, (ჰიბრიდული ვერსია 181 კილოგრამით მეტს იწონის ვიდრე ჩვეულებრივი) კი ავტომობილი ჰიბრიდული კლასისთვის ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარდა.
თუ ლოგიკურად მიუდგებით ასეთი ქროსოვერის უაზრობაში თავადაც დარწმუნდებით, რადგან ის სხვა 6 და 8 ცილინდრიან X6–ბზე სწრაფი და ეკოლოგიური იყო, თუმცა წვის მხრივ მათ არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ იგი თავისი ფასით, 89,775 დოლარით, უტოლდებოდა ისეთ მონსტრ ქროსოვერს, როგორიც X6M–ია. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს კი გვიანი, რადგან მალე ბავარიული ავტო გიგანტი ახალი თაობის X6-ს შემოგვთავაზებს.

http://news.drive.ge/index.php?m=45&newsid=3157
Vorsprung Durch Technik...