მოგესალმებით
ძალიან დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ, ვფიქრობ დღეს ვინც აქ აქტიურობთ ალბათ უმეტესობა არც მიცნობთ
მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მე მჭირდება რჩევები ყველა ადამიანისგან ვინც ერკვევა ავტომობილებში კარგად
მხოლოდ რჩევები და არა უაზრო ჩეთაობა და უაზრო შემოთავაზებები

მოკლედ როგორც იქნა მანქანის გამოცვლა გადავწყვიტე, მაქვს 2 არჩევანი, რომლებსაც ნახავთ სურათზე და ვერ გადამიწყვეტია რომელი ვიყიდო
ბეემვეს ნაწილები არის ძვირიო მეუბნებიან და მაგიტომ ვიკავებ თავს თორემ მე ამ 2–ის შემთხვევაში ბეემვე მირჩევნია
თქვენგან მესაჭიროება პრაქტიკული რჩევები და პლუსები და მინუსები ამ ორი მანქანის რათა დამეხმაროთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში
მადლობა ყველას წინასწარ
მაშ ასე
BMW 118 VS Nissan Tiida