ბნელოდა. ღამის 3 საათი იყო და ვასოს სახლში ისევ ჟრიამული ისმოდა. იგი 23 წლის გახდა, მისი მეგობრები ჟრიამულობდნენ მაგრამ ის დაღონებული იყო. ვერავის ვერ გაერკვია ამის მიზეზი. თუ ვასოს ფიქრების გაგონებას შეძლებდით მხოლოდ მაშინ მიხვდებოდით თუ რა საშინელმა სანახაობამ დააღონა ის.
1 წლის წინ
ვასო ხშირად დადიოდა ბილიარდის სათამაშოდ კლუბში. იქ მიმტანად ერთი ლამაზი გოგო მუშაობდა, მას ოქროსფერი თმა წელამდე სწვდებოდა და ღაჟღაჟა მწვანე თვალები ჰქონდა. იგი ყოველთვის მორიდებული იყო. როცა ვასო მეგობრებთან ერთად ბილიარდს თამაშობდა ოქროსფერთმიან მიმტანს ლუდი მიჰქონდა ხოლმე და ასევე თავმდაბლურად დაუკრავდა თავს და სხვა შეკვეთას იღებდა. გადიოდა თვეები და ვასოს მიხვდა რომ ალისია მთელი გულით უყვარდა, უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება, უნდოდა რომ თავისი გრძნობები მისთვის გაემჟღავნებინა. წესიერადაც კი არ იყო მასთან გამოლაპარაკებული ისე დაეუფლა ეს გრძნობა. მაგრამ რას გაუგებთ სიყვარულს?
ერთ დღეს ღამე იყო, ბილიარდის ბარი უკვე იკეტებოდა, ვასო და მისი მეგობრები წასვლას აპირებდნენ. ვასოს ერთმა მეგობარმა ალისიას დაუძახა და ფეხის ქირად 200 ლარი მისცა. მას ძალიან გაუხარდა და ბაჩოს დიდი მადლობა გადაუხადა. როცა შეტრიალდა ბაჩომ კაბაზე უხეშად მოქაჩა და უთხრა: ამ ღამით წამომყვები?. შეშინებულმა ალისიამ უარი უთხრა და სწრაფად გაეცალა. სიმთვრალით გალეშილი ვასო წამოიჭრა მაგრამ იგი მეგობრებმა შეაჩერეს.
_გალეშილი მთვრალია. არ მიკვირს ასეთი რაღაც რომ გააკეთა-თქვა ერთმა ძმაკაცმა
_სახლში უნდა წავიყვანოთ, რამე შარს არ წამოეკიდოს.-თქვა ვასომ
მათ ბაჩო ძლივძლივობით წაიყვანეს სახლში. როცა ბაჩო თვრებოდა აგრესიული ხდებოდა ამიტომ ერთ გამვლელს ეცა და ჩაარტყა. იქვე პოლიციის მანქანამაც ჩაიარა და ბაჩო პოლიციაში წაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ გამოუშვეს და ჯარიმად 400 ლარი გადაახდევინეს.
მეორე დღეს ვასო ალისიასთან მივიდა და მომხდარის შესახებ ბოდიში მოუხადა.
_არაუშავს, ადრეც მქონია ასეთი შემთხვევები. -თქვა ალისიამ
_იმედია ასეთი რამე არასოდეს მოხდება- (ეს თქვა ვასომ და თავისი თავი გაახსენდა. ის და ალისია თუ შეყვარებულები გახდებოდნენ თუ ვინმე ასეთ რამეს უზავდა წამსვლელიც კი იყო რომ უნიტაზში თავი ჩაეყოფინებინა).
_ხვალ 4-ზე კაფე "ბრილიანტში" მოხვალ? თან კვირაა და სამუშაო არ გექნება
_ალისია გაწითლდა, ცოტა შეყოყმანდა და მერე დათანხმდა.
ვასომ ის სახლის კარამდე მიაცილა. როცა ტაქსიდან გადმოვიდნენ ვასოს თვალში 5 სართულიანი ძველი კორპუსი ეცა. სადარბაზო სულ მინგრეული იყო, ხოლო კიბეები დაქანებული. უცბად ისეთმა შიშმა შეიპყრო რომ ეგონა სადაცაა კიბე ჩაინგრევაო. ავიდნენ მეხუთე სართულზე. იქ მოპირდაპირე მხარეს ორი კარები იყო. ერთი თეთრი, ლამაზად შეღებილი, ხოლო მეორე გაჭუჭყიანებული და დაჭეჭყილი. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ ალისიას ბინის კარი. კარი დედამ გააღო. მას შავები ეცვა და გამხდარი, ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ეტყობოდა რომ ბევრი ტანჯვა გადაიტანა.
_გაიცანი, ეს დედაჩემია. -თქვა ალისიამ
_სასიამოვნოა, მე ვასო ვარ.
ქალმა თავი ცოტა უხერხულად იგრძნო. ბოლოს ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ვასო სახლში წავიდა. იგი მთელი ღამე ალისიაზე ფიქრობდა.
მეორე დღეს რესტორან "ბრილიანტში" ერთმანეთს შეხვდნენ. ბევრი ისაუბრეს. ალისიამ ვასოს თავისი ოჯახის შესახებ.მოუყვა. თურმე მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ, დედამისი და ალისია მარტო დარჩნენ და ძალიან უჭირთ. ბოლოს ვასო ძლივს გა#####და სიყვარულში. ალისია თავიდან დაიბნა და პირველ წამებში არაფერი არ თქვა. მხოლოდ სასიამოვნო და დარცხვენილი სახე მიიღო და გაიღიმა. ვასოსთვის ცნობილი გახდარომ მან მის გრძნობებს უპასუხა. მაგრამ გრძნობდა რომ ალისია რაღაცით იყო დაკომპლექსებული და ამ კომპლექსებისგან თავს ვერ ინთავისუფლებდა.რამდენიმე თვე ერთმანეთს ხვდებოდნენ. ხან პარკში საუბრობდნენ, ხან კაფეში მაგრამ ალისია ისეთი მორცხვი იყო რომ ტუჩებშიც კი არ აკოცნინებდა. ვასომ გადაწყვიტა რომ მისთვის ცოლობა ეთხოვა. ძვირფასეულობის მაღაზიაში ნიშნობის ბეჭედი 3000 ლარად იყიდა და მისართმევად ემზადებოდა.
_იცი ვასო, უთხრა ერთ დღეს,- ჩვენ თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთად დავრჩებით ჩემი საიდუმლო მინდა იცოდე. იმედია გამიგებ.
_რა საიდუმლო?
_მალე გეტყვი . ჯერ მზად არ ვარ. მაგრამ დამიჯერე შენთან გულწრფელი ვარ.
_შენი მჯერა. როცა მოგინდება მაშინ მითხარი.-უთხრა ვასომ.
მალე ალისიას დაბადების დღე მოდიოდა, 20ის ხდებოდა და გადაწყვიტა რომ ზუსტად ამ დღეს ეთხოვა მისი ხელი. დაბადების დღეს არ იხდიდა, როგორც უთხრა. გახარებული ვასო თავისი საჩუქრით მანქანაში ჩაჯდა და შეყვარებულის სახლისკენ აიღო გეზი. თვალები უბრწყინავდა, მისი მზერა სხვაგან იყო მიპყრობილი, თითქოს ამ სამყაროში არ იხედებაო. ფანჯარაში იხედებოდა მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა ,თვალწინ სულ სატრფო ედგა.რამდენჯერმე წითელზეც კი გაიარა .უცბად მისი მზერა გაკვირვებისგან შეიცვალა. როცა რამდენიმე წამში თვალი გზაზე მდგარ ალისიას მოჰკრა. მას შავი ძალიან მოკლე კაბა და ნახვრეტებიანი კალბოტკა ეცვა და სექსუალურად იყო მიყუდებული კედელს და მანქანებს გამომწვევად უქნევდა ხელს. უცბად თავი ვეღარ გააკონტროლა და რაღაც მანქანას შეეჯახა. დასისხლიანებულს მანქანიდან გადმოსვლა უნდოდა მაგრამ ქამარს ვერ იხსნიდა. ბოლოს შუშის ნატეხი აიღო და ქამარი ძლივ-ძლივობით გადაჭრა. მანქანიდან გადმოცოცდა და გონება დაკარგა. ცოტა ხანში მანქანა აფეთქდა.
როცა გონზე მოვიდა ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა.
"გონს მოვიდა" -გაისმა ხმა
"ვიცოდი რომ გადარჩებოდა. არ იყო მძიმე დაზიანება".
თვალები კარგად გაახილა და მის თავზე მდგომი ექიმები დაინახა.
_სად ვარ?
_ნუ გეშინია, საფრთხე არ გემუქრება. ტვინის შერყევა გაქვს საშუალო დონის, სხეულზე ცოტა დაზიანება. ერთ 2 კვირაში გაგწერენ.
_ალისიას ნახვა მინდა. ყველაფერი უნდა მომიყვეს.
_თქვენს ოჯახის წევრებს შევატყობინეთ. აქ არიან და მალე გნახავენ.
ვასოს ისევ ჩაეძინა და როცა გაიღვიძა მამამისი და ძმა დაინახა.
_როგორ ვნერვიულობდით. როცა შეგვატყობინეს რომ ავარიაში მოყევი ძალიან შემეშინდა.-თქვა მამამ
_კარგად ვარ, მალე მინდა გამწერონ . ალისია უნდა ვნახო-თქვა ვასომ
_როცა გაგწერენ მაშინ ნახავ. შენი შეყვარებული არ მინახია მაინტერესებს. ადრე რომ სურათზე მანახე ძალიან ლამაზია.-უთხრა ძმამ
_კარგი იქნება თუ მასეთ კდემამოსილ გოგოს მოიყვან ცოლად. -უთხრა მამამ
სიტყვა "კდემამოსილის" გაგონებაზე ვასოს თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი სახე დაეღრიჯა. ხმა ვერ ამოიღო. უცბად ყველაფერი გაახსენდა. ის გოგო გზაზე რომ ნახა .... მსგავსი კი არა ნამდვილად ის იყო. "ეს როგორ მოხდა? ის ბოზია? თან ის ადგილი ბოზების უბანია. ვერ ვიჯერებ... თურმე მატყუებდა ამდენი ხანი. აი რა საიდუმლოზეც ლაპარაკობდა! ის ბოზია, თან თავის დაბადების დღესაც არ უღალატა თავის პროფესიას."
ამ ფიქრებში იყო გართული. ცოტა ხანში პალატაში ექიმი შემოვიდა და ახალი მნახველი შემოიყვანა.
_გამარჯობა შვილო, როცა ვასო გამოჯანმრთელდება აუცილებლად გადაგიხდით დიდ ქორწილს.-უთხრა ვასოს მამამ ალისიას.
_ბატონო? -გაკვირვებით თქვა ალისიამ და გაწითლდა.
ვასო ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში იყო: "......."
_ნახეთ, ჩემ ძმას სიხარულისგან ხმა ჩაუვარდა._თქვა ვასოს ძმამ გიომ
_ვასო, როგორ ვინერვიულე შენზე! არც ტელეფონს პასუხობდი შემდეგ კი პოლიციამ აიღო. კინაღამ გავგიჟდი!-თქვა ალისიამ
_მე მოვდიოდი რომ შენთვის ხელი მეთხოვნა, შენ კი....-და ვასოს ხმა ჩაუვარდა. უცბად თავის მაგარი ტკივილი იგრძნო.
ოთახში ექიმი შემოვიდა და ყველა გაიყვანა. მოსაცდელში უთხრეს რომ ვასოს მძიმე ტვინის შერყევა აქვს და მისთვის დატვირთვა არ შეიძლება.
გავიდა ერთი კვირა. ვასოს მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა ფიზიკურად თავს უფრო უკეთ გრძნობდა, მაგრამ სულლიერად უფრო ცუდად იყო. გაურკვევლობისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა. მთელი კვირა მნახველებს არ უშვებდნენ და აი მის პალატაში ალისია შემოვიდა. მას სახე უბრწყინავდა.
_ვასო!-იყვირა და გადაეხვია.
_იმ დღეს როცა შენ დაბადების დღეზე მოვდიოდი. ძალიან ცუდი რამე ვნახე-თქვა ვასომ თან ლაპარაკი უჭირდა.-არ გინდა ამიხსნა?
_რა? რა უნდა აგიხსნა?
_რა საიდუმლოც გაქვს. მივხვდი რაზეც მეუბნებოდი.
ალისია დადუმდა და სახეზე დანაშაულებრივი გამომეტყველება მიიღო.
_ვიცი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ არაფერი დაიმალება. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაიგე, მაგრამ ძალიან ვნანობ თავი ასეთ საქმეში რომ გავყავი.-თქვა ალისიამ
_ნანობ?-ჰკითხა ვასომ
_კი, თანაც ძალიან. ჩვენ ქორწინებას ხელს ხომ არ შეუშლის?
_ალბათ ამისთვის მიზეზი გქონდა. არ მეგონა თუ ასეთი იყავი. გარეგნობა მატყუარაა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი .
_მინდა ერთ დღეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვე. მაგრამ ამისთვის დრო არ მაქვს. გრძელი ამბავია. დამიჯერე ძალიან ვნანობ. როცა გაგწერენ ყველაფერს მოგიყვები და გადაწყვიტე მომიყვან თუ არა ცოლად.-თქვა დაღონებულმა ალისიამ და წავიდა.
ვასო ცოტა გამოერკვა გაუგებრობისგან მაგრამ ყველაფერი ისევ ბურუსს მოეცვა. ნუთუ ალისია თავის დაბადების დღეზე, როცა ვასოს ელოდებოდა ქუჩაში კლიენტებს იღებდა.. ეს გაურკვეველი იყო. ის გოგო ზუსტად მისნაირი იყო, იგივე ვარცხნილობა, ნუთუ ორეულია? მისთვის ახლა მთავარი იყო მალე გამოჯანმრთელებულიყო და ალისიასთვის მოესმინა. "ნეტა ეს ყველაფერი ტყული აღმოჩნდეს! არ მინდა ის გოგო ალისია იყოს. თან თავისი საიდუმლო, რომელიც ასე უშლის ჩვენ ქორწინებას ხელს, სცხვენია, თუ ლოგიკით განვსაზღვრავთ ის მეძავია და რაღაცის გამო მეძავობა დაიწყო."
რამდენიმე დღეში ვასო გამოწერეს. ალისიამ სახლში მიაკითხა და ჩახუტება დაუპირა, როცა ვასომ შეაჩერა.
_არ მომეკარო სანამ ყველაფერს არ ამიხსნი
ალისია გაჩუმდა და ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ კი ძლივძლივობით თქვა:
_ხვალ ჩემ სახლში 7-ზე მოდი და ყველაფერს მოგიყვები. დედაჩემიც გარეულია ამ საქმეში. ორივე აგიხნით.
ვასომ თავის ოჯახს არაფერი არ უთხრა, არც ის რომ ალისია ბოზი იყო.
გათენდა. ვასო 12-ზე ადგა და ეზოში თავის ძმაკაცებს შეხვდა.
_ახლა სტრიპტიზ ბარში მივდივართ. არ გინდა წამოგვყვე? განიტვირთები.-უთხრა ერთმა ძმაკაცმა
_სტრიპტიზ ბარში? მე საცოლე მყა... -ამის თქმაზე რაღაც გაახსენდა. ალისია ხომ ბოზი იყო, იმედგაცრუებული იყო. ამიტომაც დათანხმდა. გადაწყვიტარომ სამაგიერო გადაეხადა.
ვასო და მისი სამი ძმაკაცი სტრიპტიზ ბარში წავიდნენ. იქ დიდი მხიარულება იყო. ქალები ძელთან ცეკვავდნენ. იქ კლიენტებსაც ემსახურებოდნენ. ვასოო დაღონებული იყო. ცდილობდა ძალით გაემხიარულებინა თავი. უცბად უკან მიმავალი ოქროსფერთმიანი გოგო დაინახა. წამიც არ იყო გასული რომ მთვრალმა ბაჩომ ტრაკზე ხელი წამოარტყა.
_შენ?-ჯკითხა ბაჩომ.-რა სექსუალური ყოფილხარ. ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობ. კაი მოფიქრებაა
_წესიერად მომექეცი! მემგონი ვიღაცაში გეშლები! კლიენტებს ვემსახურები მაგრამ უხეშ მოპყრობას არავისგან არ ავიტან და უცბად ფეხი მოიქნია და ბაჩოს სახეში გაარტყა. ბაჩო გაცეცხლდა და გოგოს გაარტყმა დაუპირა. მაგრამ ის ისეთი სწრაფი იყო რომ ბაჩოს ფეხებში გაუძვრა, შემდეგ კი პანჩური ამოარტყა. ამას თავში ორი ბოთლიც დააყოლა და ბაჩო გაითიშა.
ვასო გოგოს მივარდა და ალისია იცნო.
_სახლში 7-ზე დამიბარე, აი რატომ ასე გვიან! თურმე ყველაფერს ნანობ..
_რეებს როშავ? კლიენტებს ღამით 12-ზე ვიბარებ და არა ასე ძალიან ადრე. ისე შენთან მშვენივრად გავერთობოდი
_შენ ალისია არ ხარ.
_ალისია? არა, ჩემი ნამდვილი სახელი არ მომწონს ამიტომ ზედმეტსახელად სუპერბომბას მეძახიან. ყველა ოცნებობს ჩემთან წოლაზე.
_შენ გამო მომიხდა ავარია!
_ისე კი გამახსენდი. როცა მანქანით მიდიოდი მივხვდი რომ მე გამომაყოლე თვალი და მომსახურება გინდოდა. მართლაც რომ სუპერბომბა ვარ. ცუდი ავარია რომ მოგიხდა მაგრამ ახლა შეგიძლია აისრულო სურვილი. ერთ ღამეში 150 ლარს ვიღებ.
ვასო გაოგნებული იყო. ასეთი ორეული, ამს არასოდეს სჯეროდა ორეულების არსებობა. დარწმუნდა რომ ეს გოგო ალისია არ იყო. ის ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა. უბრალოდ დამთხვევაა. ასე ფიქრობდა და თან სიხარული ეუფლებოდა რომ მისი შეყვარებული ბოზი არ აღმოჩნდა.
გაგრძელება იწერება. სვეცკობაა. წყარო
http://readmybullshit.blogspot.com/