#48260050 · 3 Jul 2016, 21:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გააჩნია რამდენი გაქვთ თანხა. თუ აიყვან გამფორმებელს: 1. ხელისმოწერა შეგიძლია- თბილისის ზღვაზე, შატო მუხრანში, დიღმის ტყეში, წერეთელზე-გამოფენაზე, ბოტანიკური, კუს ტბისკენ-არტ-გენი რომ ტარდება. 2. ფოტოების გადაღებისთვის იმდენ ადგილს იგონებე რომ არ ვიცი :დ საგურამო ( ხშირია), ასევე შატო მუხრანი, გამოფენაზე ძალიან ხშირად დადიან, კახეთისკენაც მიდიან ხოლნე, ეროვნული ბიბლიოთეკა, ძველი თბილისი, შევარდნაძის გარდენია, თიანეთის გზაზე- საბადურებზე- ლამაზია ძალიან, ცოტა შორია ოღონდ, სასტუმროებშიც იღებენ ხოლმე- ლამაზი ინტერიერი რომელსაც აქვს, ეხლა შესაძლოა ოპერაშიც ან ეგეთ ადგილასაც შეიძლება ( რამდენად უშვებენ აქ არ ვიცი). 3. ისევ თანხას გააჩნია, დახურო რამე ლამაზი საყვარელი ბარი, კაცე, კლუბი. დაიქირაო სახლი- რომელსაც ექნება აუზი მაგალითად თუ მოგწონს ან დიდი ეზო და მორთო ან მოართვევინო ლამაზად. საჭმელს შეუკვეთავ, დაიქირავენ პერსონალს და ბევრად იაფიც გამოგივა წესით. გააკეთო მაგალიტად მცხეთაში რესტორნებში- უფრო იაფია ვიდრე თბილისში- ზოგს აქვს გარეთ დასასხდომიც, მაგრამ მუსიკა მგონი 12მდე შეიძლება მხოლოდ. ან სადმე წახვიდეთ რესტორანში დახურვების გარეშე. ან პატარა დახუროთ შედარებით,აქაც თანხას გააჩნია.
--------------------
And then suddenly I cared even less.
|