ტომატ პასტას წყალს ასხავენ ონკანიდან+ერთი ღერი ქინძის ტივტივებს+ორი ხახვის ნაგლეჯით
თუ გინდა ისიამოვნო და ნამდვილად გაიგო საწებლის გემო აი ასე მოამზადე:
წვრილად დაჭრილი ქინძი ჩაყარეთ სანაყში (მამაპაპური მეთოდი, ყველაზე გემრიელი ),
დააყარეთ მარილი და ნაყეთ. მერე - დაამატეთ ნიორი, ისიც დაჭრილი და იმასთან ერთად ნაყეთ
მერე - წვრილად დაჭერით ხახვი, აურიეთ ტომატის პასტაში, დაამატეთ წითელი წიწაკა, დაასხით წყალი + უქენით ცოტა უცხო სუნელი (შეგიძლიათ არც უყოთ), უყავით მარილი.
ყველაფერი ეს დანაყულ ქინძთან და ნიორთან ერთად აურიეთ. ხო, თუ სეზონია, დაუმატეთ კანგაცლილი მწიფე პამიდორი, ძალიან წვრილად დაჭრილი
პროპორციებზე ვარაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გემოვნების შესაბამისად.
ერთი ის ვიცი, რომ ქინძი და ნიორი რაც შეიძლება მეტი, ხახვი რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი, წყალი რაც შეიძლება ნაკლები, ტომატის პასტა - საშუალოდ. წითელი წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე.
უხდება ყველანაირ შემწვარ და მოხარშულ ხორცს.
განსაკუთრებით - ბურვაკს, ღორს, საქონელს.
უხდება კატლეტსაც (გინდ საქონლის, გინდა კარტოფილის ) და უხდება სოსისს....
ან ეს ვარიანტი:
http://perfectcook.org/index.php?option=co...d=233&Itemid=55