ღმერთი სამართლიანია -
ასე ფიქრობს და ასე სწამს ყველა ქრისტიანს
და ვისაც კი ეჭვი არ შეაქვს უფლის არსებობაში - უმეტესობაც ასე ფიქრობს.
ხშირად მიფიქრია ადრე რატომ დამარცხდა საქართველოს 1921 წელს, რატომ დაკარგა დამოუკიდებლობა, რატომ მოჰყვა ამას მერე უამრავი უბედურება... -
ეს ხომ უსამართლობა იყო... ღმერთი უსამართლოა?
ყოველდღიურ დილის ლოცვებში არის ასეთი ადგილი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/dilis.htm"აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი."
რაც ნიშნავს ლოცვას ქვეყნის მთავრობისათვის
ანუ ყოველ დილით ყველა ქართველი ქრისტიანი ლოცულობს ქვეყნის მთავრობისათვის
ბოლო დროს ეს ლოცვა იკითხება ასეთი სახით:
"აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, ქრისტესმოყვარე მთავრობა და მხედრობა მისი."
ანუ თუ მთავრობა უფლის მგმობელია - მისთვის ლოცვა აღარ იკითხება.
ჰოდა რატომ დამარცხდა საქართველო 1921 წელს?
http://new.internet.ge/?p=37450საინტერესო სტატიას წავაწყდი:
"კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე იძულებული გახდა ნოე ჟორდანიასთან საგანგებო აუდიენციაზე მისულიყო და გულისწყრომა გამოეხატა, რაზეც ჟორდანიასგან ასეთი პასუხი მიიღო – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს ვერ შევქმნით”[ნინო მიქიაშვილი]
როცა სამშობლოში დაბრუნდა და ანჩისხატის ეკლესიაში ერთ-ერთი პირველი წირვა გადაიხადა, თავის მრევლს, ქართველ ერს, დაუფარავად, აი, ასეთი სიტყვებით მიმართა: ”თითქმის 15-20 წელი თქვენგან დაშორებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ამ 20 წლის მანძილზე უფრო შეიგნებდით საქვეყნო, ეროვნულ პრობლემებს და მათი გადაჭრისას უფრო ჰარმონიული და შეთანხმებული იქნებოდით, მაგრამ, როგორ ვწუხვარ რომ არა თუ უკეთესობისკენ წასულხართ, არამედ, უფრო დაქსაქსულხართ, გათითოკაცებულხართ. ხელახლა თუ დაიბადებით, თორემ, თქვენი გამოსწორება არ იქნება”.1917-1918 წლებზეა ლაპარაკი, მაშინ, როდესაც ამდენი პოლიტიკური პარტია, ამდენი დაპირისპირება, პირადულის წინ წამოწევა, საზოგადოებრივ და ეროვნულთან შედარებით, ნამდვილად არ იქნებოდა; აი, მაშინ თქვა ეს სიტყვები, კათალიკოს-პატრიარქმა. 1918 წლის 26 ივნისს, იგი მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში წაბრძანდა, რაღაც სამუშაოები ჰქონდა და 27 ივნისს, დილით თავისივე საწოლ ოთახში მოკლული იპოვეს.
როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებს, საქართველოს ეკლესიასთან?
- 1918-1921 წლების ხელისუფლება, რომლის იდეალიზირებას დღეს ზოგიერთები ცდილობენ, ეკლესიისადმი დამოკიდებულებაში გულწრფელი და პატიოსანი არ იყო. კირიონ მეორის მსგავსად, არც უწმინდესსა და უნეტარეს ლეონიდეს დასდგომია უკეთესი დღე, რადგან ჟორდანიას ხელისუფლებამ ეკლესია ძალიან შეავიწროვა. იქამდე, რომ კათალიკოს-პატრიარქი იძულებული გახდა ნოე ჟორდანიასთან საგანგებო აუდიენციაზე მისულიყო და გულისწყრომა გამოეხატა, რაზეც ჟორდანიასგან ასეთი პასუხი მიიღო – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს ვერ შევქმნით.
ეს ქონება, სიწმინდეები სახელმწიფო საკუთრებაა და როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთ”. კათალიკოს-პატრიარქი ამას ეწინააღმდეგებოდა. თავის დროზე, როცა კათალიკოს-პატრიარქმა ჟორდანიას უთხრა – ”მთავრობას და მხედრობას ლოცვებში მოგიხსენებთო”, პასუხად მიიღო –
”თქვენი მოხსენიება ჩვენ არაფერში გვჭირდებაო”.ჰოდა ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩნდა დღეს.
იცოდეთ მაინც, რა და როგორ იყო...