ააა, თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ "თავისუფლებაზე"!
ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა
პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი: «დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა მოყვეს ტელევიზია. თორემ ისე, როგორც ჩანს მათი მტკიცებულებები ორივე მხარის მიერაა წარმოდგენილი. ალბათ დავას სასამართლო გაარკვევს».
პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე: «ადრე «რუსთავი 2»-ში უშიშროების შესვლასთან დაკავშირებით, ხალხის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილება სავსებით ბუნებრივი გახლდათ. უკმაყოფილებას დღესაც გამოთქვამენ, მაგრამ მაშინ საზოგადოების უკმაყოფილება დაემატა იმ უდიდეს პროტესტს, რომელიც მიმართული იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისკენ, ანუ, დიდ უკმაყოფილებას კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. ამ შემთხვევაში კი, ჯერჯერობით, ახალი ხელისუფლების მიმართ, არათუ ამგვარი პროტესტი არ დაგროვილა, პირიქით, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებამ ყოფილის გადაგდება მოახერხა. ასე რომ, არა მგონია, ამ ამაბავს მოჰყვეს ის, რასაც საზოგადოებრივი უკმაყოფილების აგორებას ეძახიან».
დემურ გიორგხელიძე, «ქრისტიან-კონსერვატორული» კავშირი: «რა თქმა უნდა ის, რაც «იბერიის» ოფისში მოხდა სამწუხარო ფაქტია. ხელისუფლებას შეუძლია ებრძოლოს კორუფციას, მაგრამ ლუბა ელიაშვილის კაბინეტში ეძებო ეს გაუგებარია და არაფერში არ წერია. ვერ ვხვდები მედიასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე რად უნდოდა ტელევიზიის მიმართ ასეთი რამის განხორციელება. თუ გვინდა, რომ მართლაც ნორმალური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს, მაშინ ესუნდა იყოს დაფუძნებ8ული კრიტიკაზე და საღ აზრზე. XXI საუკუნეში საუკუნეში მედიისთვის პირის ამოკეტვა არ გამოვა. ეს იყო გაცნობიერებული ნაბიჯი და თუ ამით ხელისუფლებას უნდოდა მოსახლეობის რეაქცია სეემოქმებია შემიძლია ვუთხრა, რომ კიდევ ერთხელ ასეთ ექსპერიმენტს ნუ ჩაატარებენ. თორემ შესაძლოა, მათთვის სავალალო შედეგი დადგეს.»
თინათინ ხიდაშელი, «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია»: «ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას მოსაწონი არ არის. ასეთ ქმედებაზე ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უფლება არ აქვს ებრძოლონ დანაშაულს.»
იურისტი დავით უსუფაშვილი: «ხელისუფლება მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როცა შემოწმების ობიექტი არის არა უშუალოდ რომელიმე საინფორმაციო საშუალება, არამედ ის კერძო ფირმა, რომელსაც, ფორმალურად თუ არაფორმალურად ეს ტელევიაზია ეკუთვნის».
პარლამენტის წევრი ირაკლი ბათიაშვილი: „იბერიაში“ ჩატარებულ ჩხრეკა უტვინო და უჭკუო ნაბიჯია.
სინამდვილეში ხელისუფლების გაღიზიანება განაპირობა ტელეკომპანიის იმ გადაცემებმა, რომელიც ეთერში გადის. ეს არის რეაგირება ტელეკომპანია „იბერიას“ დაუმორჩილებლობაზე. ტელევიზიაში შესვლის ფაქტი - ეს არის მცდელობა დამყარდეს დიქტატურა არა მარტო მედიაზე, არამედ ფირმა „ომეგას“ ბიზნესზეც. ხელისუფლების მიზანია დახუროს ტელევიზია, რომელიც არ ემორჩილება მას და დიქტატურის პირობებშიც კი ობიქტურობას ინარჩუნებს.
გენერალურ პროკურატურის ქმედება ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, რაც ცხადია, კარგად არ დამთავრდება. დღესავით ნათელია, რომ ხელისუფლებამ აირჩია მედიის ის საშუალებები, ვინც ლაპარაკობს სიმართლეს».
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: საქართველოში მედიის მიმართ იყენებენ ისეთივე ხერხებს, როგორსაც პრეზიდენტი პუტინი - რუსეთში. შეიძლება ვინემ თქვას, რომ სააკაშვილსა და პუტინს არ შეიძლება ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ დემოკრატიასა და პრესასთან ურთიერთობაზე, მაგრამ შედეგები და ფაქტები ორივეგან ერთი და იგივეა. გენპროკურორი ოქრუაშვილი, ბუნებრივია ყურადღებას კრიმინალური ფაქტების არსებობაზე გადაიტანს, მაგრამ იგი დღეს აკეთებს იგივეს, რასაც თავის დროზე რუსეთში აკეთებდნენ. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ მედიაზე ზემოქმედება არ განხორცილედეს».
„ყოფილი პოლიტპატიმრები — ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე: „ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებით დემოკრატიული ნიღბით მოსული ხელისუფლება შეეცადა, შელახოს ქართველი ხალხის მიერ სისხლის მოპოვებული დემოკრატია. ხელისუფლება იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს უპირისპირდება, რომლებიც ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ფირმა „ომეგას“ საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღებით დაფინანსების წყაროები შეუწყდება ტელეკომპანია „იბერიას“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი სპეცოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და აზრის წინააღმდეგ იყო მიმართული.»
პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე: „საინტერესოა ოპერაციაა, როდესაც ტელეკომპანიაში, ლუბა ელიაშვილის სტუდიაში გენერალური პროკურორი კონტრაბანდას ეძებს. ახალი ხელისუფლების დღევანდელი ქმედება მაგონებს იმ პერიოდს, როდესაც ავღანეთში შევიდნენ ახალგაზრდა ისლამისტი ფუნდამენტალისტები და ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. სხვათა შორის, მათაც პირველად ტელევიზიის დახურვით დაიწყეს. ვშიშობ, რომ სააკაშვილი მალე ტელევიზიით ადამიანის გამოსახულების ჩვენებასაც აკრძალავს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, როგორ დასრულდა თალიბების მმართველობა. ამიტომ მათი დასასრულიც კეთილი არ იქნება. აქამდე იჭერდნენ ჩინოვნიკებს, თუმცა დაკავებები ხდებოდა უკანონოდ და ეს იყო ბარბაროსული აქტები. ახლა შეტევა ბიზნესზე დაიწყო, რაც უკვე სერიოზულ სახეს იღებს. ვარწმუნებ დღევანდელ ხელისუფლებას და პირობას ვაძლევ მათ, რომ ეს გახდება მათი დასასრულის დასაწყისი. მე ვარწმუნებ მათ, რომ ისინი არიან ცუდი ბიჭები და პასუხს ძალიან მალე მიიღებენ კარგი ბიჭებისგან“.
პოლიტოლოგი ირაკლი არეშიძე: გენერალური პროკურატურისა და სპეცრაზმის მიერ ტელეკომპანია „იბერიაში“ შესვლის ფაქტი იყო ხელისუფლების ილუზია, რომ საქართველოში შესაძლებელია პრესაზე ზემოქმედება. საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო საზოგადოება არ დაუშვებენ საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეჩერებას.
შეიძლება პუტინი მოსწონთ რუსეთში, რადგან მოსახლეობა მიჩვეულია დერჟავას და დიქტატს. საქართველომ კი მეოცე საუკუნეში რამდენჯერმე აჩვენა მსოფლიოს, რომ არ იცხოვრებს დიქტატურისა და თავისუფალი სიტყვის გარეშე. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც დემოკრატიის ენაზე ლაპარაკობს, გაიაზრებს მომხდარს და ამ პროცესებს შეაჩერებს.
ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, თუ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში თავისუფალი სიტყვის აკრძალვის გამო უკმაყოფილების ახალი ტალღა აგორდება.»
გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი: შეუფერებელი ფორმით კერძო ბიზნეს-სექტორის შემოწმება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში ბიზნეს სამყაროს განვითარებას. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიაში“ განხორციელებულ სპეცოპერაციას, თავისუფალ მასმედიასთან ასეთი ურთიერთობა მიუღებელია.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ია ანთაძე: ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისა და თავად ხელისუფლებისთვისაც, თუ ახალი ხელისუფლება ნებისმიერი ხერხებით და საშუალებებით შეეცდება მედიაზე ზემოქმედებას. არ შეიძლება პრესის შეზღუდვას გამართლება ჰქონდეს. ეს წარმოუდგენელი ფაქტია და ძალიან მავნე აღმოჩნდება თავად ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე, თავისუფალი სიტყვა კი დემოკრატიის ერთ-ერთი პირველი ღირებულებაა. თუ გენერალურ პროკურატურას ჰქონდა ეჭვი, რომ ტელეკომპანიის ოფისში ინახებოდა კონტრაბანდული ტვირთი, იქ შესვლა მაინც არ შეიძლებოდა, რადგან დაუშვებელია ეჭვების საფუძველზე დააშინო ჟურნალისტები და აუკრძალო მათ თავისუფალი სიტყვის თქმა.»
ტელეწამყვანი კოკა ყანდიაშვილი: არავის მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება მედიისადმი. „იბერია“ ერთადერთი არხი დარჩა, სადაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა ოპოზიციური აზრის თქმა და ელემენტარულად არსებობდა ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც ყველა ტელეკომპანიის ეკრანებიდან გაქრა. დღეს მომხდარი ფაქტი, შესაძლოა, იყო მედიაზე ზემოქმედების მცდელობა, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს უკვე ფაქტი გახდა. მერწმუნეთ, რომ ახალ ხელისუფლებას პრესაზე დიქტატის დამყარება არ გამოუვა. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეს უნდოდეს და ვურჩევდი, რომ ძველი ხელისუფლების ფულიანი „ტიპებისკენ“ გაიხედოს და არა ჟურნალისტებისკენ».
გაზეთ „ახალი ეპოქის“ მთავარი რედაქტორი თემურ მეტრეველი: „ვფიქრობ, ამ ადამიანებს რწმენა და ღირებულება არ გააჩნიათ. ამ ქვეყანაში ცხოვრება უკვე აღარ შემიძლია. გაზეთ ვუშვებთ ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ და რატომ უნდა ვიყო დამოკიდებული პრეზიდენტის გუნება-განწყობილებაზე. რა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სტამბაში მუშაობდნენ, რათა ხვალ დილისთვის გაზეთის ახალი ნომერი გამოსულიყო. ისინი მთელი დღის განმავლობაში დაპატიმრებულნი არიან და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ“.
გაზეთ «რეზონანსის» მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში: «შეშფოთებული ვარ იმით, რაც დღეს დილით ტელეკომპანია «იბერიაში» მოხდა. გავიგე ისიც, რომ სტამბის დალუქვის გამო ვერ ხერხდება გაზეთ «ახალი ეპოქის» დაბეჭვდაც. პრესა და ტელევიზია განსაკუთრებული დაწესებულებებია და მისი წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული. სახელმწიფო მოხელეები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ».
batonobis dasasrulis dasackisi.