ჩემსასაც გამოვფენ

ნიშნიანიძის "თევდორეს" გადაკეთებული ვარიანტი

ლონდონს, ჩრდილოეთში, როცა დღეა მშვიდი,
არსენალ!..
არსენალ!..
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, ფანი არის განერების,
- ფანო, ფანო, ვიცი არ ხარ, შენ მსურველი დანებების.
ბალღობაში სქაუზერთან, მეგობრობდა.... მითხრა ასე,
რაც არსენალი შეიცნო, შეიმეცნა სილამაზეც.
ყელს მედალიონი ჰქონდა, ზედ ეხატა ჩვენი გერბი,
და არ ჰქონდა გამაზული, ჩრდილო - ლონდონური დერბი.
თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა, წვიმა იყო ან თუ მეხი,
თუ ტაქსის ფულს დაკარგავდა, მატჩზე მოდიოდა ფეხით.
ფეხბურთში სილაღე სურდა, არ უყვარდა მატჩი ხისტი,
ვინ მოკვდება მამულისთვის, ანდა კიდე ვენგერისთვის.
ამიტომაც მსახურობდნენ, და ვენგერი სულს ერჩიათ,
იღბლიანი ფრანგებივით, ებმებოდნენ უღელშიაც.
ორიათას ექვსი წელი, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს სცემდა, ჭიხვინებდა, მთიდან გადარბოდა მთაში.
წმინდა ანრი, ლოცვად დადგა, ციდან ჩამოესმა რეკა,
Stade de France-ზე მტერი მოდგა.. დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.
ფრანგულ ანრის,
ფრანგ პირესს,
ფრანგ ნახევარმცველებს,
ვერ მოვკითხავთ ვერაფერს და ლემანს ვაწმენდთ ხელებს.
როგორც მუდამ, ყოველთვის, აღარ გვწყალობს ბედი,
არსენალის თამაში, ჰგავს სიმღერას გედის.
უმნიშვნელო ტექსტები, იწერება ბანერს,
როცა ნერვიულობისგან გული უთრთის განერს.
ხმლით აკუწულ ჩვენს ოცნებებს.. დამარცხებულ ფანებს...
უიღბლობა და ტკივილი, გულზე გვასობს დანებს.
შენ ხარ ვენახი, აჩეხილი,
ვენგერის სურვილი, ამხდარი,
ფრანგული სახლი, დამეხილი,
წაქცეული, დაქცეული საყდარი.
არსენალ, გალობა ხარ შეწყვეტილი
არსენალ, სანთელი ხარ დამწვარი,
არსენალ, ცეცხლი იყავ სვე - კეთილი,
ახლა ხარ ნაცარი.
ლოცვა ხარ ბაგეზე შეყინული,
ნახევრად სიზმარი... არაკი...
ლომი ხარ ფრანგულ პრინციპს შეწირული
და კრავი – ქრისტეს ზვარაკი.
ეს სისხლია მეთოფური, ღვართქაფად რომ დაგდინდა,
თუ რიჟრაჟმა იფეთქა, უნიფორმის ღამიდან.
ახლა ჩვენი ხერხემალი,
სურს წაგვართვას როსელმა,
ჩვენი ბოლო იმედებიც მიაქვთ ავგაროზებად.
გალობაში შეგახვიეს და შეგმოსეს ლეგენდებით,
თუ გაჭირდა, სიტის ფანებს, ლეგენდითაც ვეკვეთებით,
შენი გერბი, ოქროს გერბი, დიდი სიმბოლოა ჩვენი,
კლუბის სიყვარული იყოს, და იქნება დანარჩენი.,
მე არ ვიცი, გრანდისათვის, ტიტულები რის ტოლია,
მაგრამ ჩვენი ტიტულია, საუკუნის ისტორია.
- არსენალ!..
- არსენალ!..
ეს რა ძალამ გასულდიდა,
მომავალი კიდევ ბევრჯერ გამოგიხმობს წარსულიდან.
- არსენალ!..
- არსენალ!..
შენი ძველი დაცვა გვინდა,
და შენს ფანებს ცრემლი ბევრჯერ, ყვრიმალებზე დაგვადინდა.
* * *
ზოგი კლუბის ისტორია, ტიტულებით ივსება,
სილაღე და სილამაზე, არის ჩვენი ღირსება !!
This post has been edited by Manuelo Costa on 26 Sep 2011, 13:48
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".