ე. ი . თავიდანვე მინდა ვთქვა,რომ დიდ პატივს ვცემ ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც საერთოდ მაინც დადის საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე,მაგრამ ერთია, როცა მიდიხარ სტადიონზე და მეორე ,როგორ ქომაგობ შენ გუნდს.
საწუხაროდ საქართველოში ორი უკიდურესობაა:
1. ისინი ვინც გეგონება მატჩზე მარტო მზესუმზირის საჭმელად მოვიდნენ
2. მთელი 90 წუთი იგინებიან
შეგნებულად არ დავიწყებ ეხლა მაგალითების მოყვანას ევროპიდან
ვინ ჯანდაბები არაინ ფანები და ინჩასები(?!)
ჩვენ ვართ რაც ვართ
მაგრამ
მე მინდა რომ სტადიონზე ვიმღეროთ დღეს ვიყავი ტორპედო-სამტრედიის მატჩზე
და ჯუნგლები(ვინც არ იცის ტორპედოს ფან-კლუბი

)
რამდენიმე ათასი კაცი(!) 90 წუთი არ გაჩუმებულა
მაგრამ რად გინდა? ძირითადად მარტო იგინებოდნენ
მე არ ვაკნინებ მათ როლს და დიდ პატივს ვცემ ყველას(ტორპედოს შინ წაუგებლობა მთლიანად მათი დამსახურებაა)
მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა:
''სუძია პიდარასტ'' ნაცვლად ამ ხალხს ათასობით ხალხს რამე რომ ემღერა
მე საქართველოში მომღერალი ტრიბუნა არ მინახავს
არადა რა საოცარი ეფექტი აქვს
ხალხო ვიმღეროთ რა გინებას სიმღერა ჯობია ...
(შიგადა შიგ ვიგინოთ კიდეც: D)
მთავარი პრობლემა:რა ვიმღეროთ ?
მესმის რომ ქართული სიმღერების უმეტესობას ათასობით ხალხი ვერ იმღერებს ... არ იქნება ეფექტი
(ფრანის დაწერილ იგივე ტორპედოს ჰიმნს სამწუხაროდ მარტო ფრანი თუ იმღერებს.. მეტი ვერავინ)
მაგრამ აბა წარმოიდგინეთ 1000 ადამინი მღერის:
საააააააააააქართველო.... ლამაზოოოოო
სხვა... საქართველოოოოოოოო საად არის....
სხვა ვარიანტებიც თქვით, რომელი სიმღერა ივარგებს ტრიბუნაზე სამღერად?მოდერ, გამარჯობა
არ დახურო ეს თემა ...
მე მინდა რომ ქართული ტრიბუნები ავამღერო !!!
ჰა რას იტყვით ვიმღეროთ?
სად არიან ქართული კლუბების ფან კლუბის წევრები?
ვერ ამღერდებით?