მინდა ვისაუბროთ ყველაფერზე პოლიტიკის ირგვლივ,ჩვენი სასიქადულო "ოპო/პო"პოლიტიკოსების საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურაზე, ზოგადად კულტურაზე პოლიტიკაში,პოლიტიკოსების გემოვნებაზე,(არა მხოლოდ პოლიტიკურზე) ,ჩაცმულობაზე,ცხოვრების წესზე და ა.შ.
შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ პოლიტიკოსების ცხოვრების ამსახველი, ჩვენი საზოგადოებისათვის უცნობი საინტერესო ფოტოები,პოლიტიკოსების საყვარელი მუსიკა...
მოდერატორებს ვთხოვ,მოურთხილდნენ ამ თემის უზერებს,
წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ ჩემგან კოშმარულ "სერენადებს".
ასე დაიწყო ამ თემის პირველი ნაწილი.
იმედი მაქვს მეორე ნაწილში მეტ დროს და ენერგიას დავუთმობთ პოლიტიკას,საზოგადოებრივ პრობლემატიკას.
ძალიან გთხოვთ,ნუ ვიქნებით პასიური მაყურებლების როლში.
ვითამაშოთ ერთად,ეს ცხოვრება ხომ დიდი თეატრია...
ასევე დავდებ ზოგიერთ პოსტს და ვიდეოს პირველი ნაწილიდან.
ფიქრები მუსიკის,სიმღერის როლზე
მანამდე ,მანამდე იყო ექსპერიმენტები...
შევხედე სინჯარას: ''ბევრი გამოიყო რბ?"
ცუდადაა საქმე.
მგონი ,დეფექტიანი უჯრედები შემაჩეჩეს,იქედან ისეთები გამოიყოფა,რომ...
არაფერზე არ რეაგირებენ.
მოდი,იქნებ მუსიკა ჩავრთო...
ჩავრთე რაველის ბოლერო,ჩაიკოვსკი,მერე მსუბუქი მუსიკა-ნწუ,არა რა, არ რეაგირებენ.
ჩავრთე შოპენის ვალსი...
თვალდახუჭული მივეცი სიამოვნებას, ჯადოსნური ჰანგების ქვეშ.
შემდეგ,ცალი თვალით გავხედე სინჯარას.
აი,სასწაული,წავიდააა...
შეხედე შენ,
უჯრედიც კი გრძნობს ხელოვნებას!
RNA(რბ) გამოიყოფოდა სამმაგი სიჩქარით.
განმარტება-tmRNA(რბ)-ტრანსპორტულ მატრიცული რიბონუკლეინის მჟავა-უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი.
2000 წ.
იტალია
რომი,ვენეცია,ვერონა...
სად თუ არა იტალიაში,მოგეძალოს ფიქრები მუსიკაზე.(საქართველოშიც)
თუ შევადარებთ გამოქვაბულის ადამიანს თანამედროვესთან,ორივე შემთხვევაშიმამოძრავებელი ძალაა პური არსობისა...
მართალია ,ადამიანი ახლა არ ნადირობს შუბით, მის ნადირობას ახლა ჰქვია სამსახური,ბიზნესი,რაც გინდა,მაგრამ აზრი იგივეა,ის მონადირეა.
უბრალოდ, ცივილიზაციის პროგრესი ადამიანს აძლევს საშუალებას,არ მისცეს მთელი თავისი დრო ამ პრობლემას.
აქ მოდის დასახმარებლად სიმღერა,იმდენად სასიამოვნო,იმდენად ჩვეულებრივი ადამიანისთვის...
იბადება ადამიანი,დაბადებისთანავე უმღერიან იავნანას.
ზრდასრული ადამიანი თვითონ მღერის ან სიხარულისგან,ან მწუხარებისგან,ან გუნდში სტუმრებთან,ან მარტო...
უძველეს საბერძნეთში სიმღერა ითვლებოდა საიდუმლო,უმაღლეს ხელოვნებად...
მთელი საიდუმლო იმაშია,რომ სიმღერის პროცესში განსაკუთრებული ბიოენერგეტიკული მექანიზმი დევს,
ეს პროცესი უმძლავრესი სტიმულატორია ადამიანის ბიოენერგეტიკაში,
მართლაც რომ მაგიურია.
მითუმეტეს,თუ სიმღერა სრულყოფილია(მძლავრი ,დაყენებული ხმა,იდეალური სმენა.)
მაგრამ,არის მედლის მეორე მხარეც.ადამიანი იზიდავს იმ აზრსს,რაზეც მღერის.
მღერის სიხარულზე,ბედნიერებაზე-იზიდავს სიხარულს და ბედნიერებას თავის ბედ-იღბალში.
მღერის სევდაზე,მწუხარებაზე-იზიდავს სევდას,ტანჯვას.
მღერის აუხდენელ იმედებზე-იზიდავს მომავალ დამარცხებას და ა.შ.
ეს ეხება უცხოურ სიმღერებსაც.
არ გესმით სიმღერის აზრი,არ იცით ენა,მაგრამ მაინც ექვემდებარებით მძლავრ ენერგეტიკას.
მოკლედ,სიმღერა უმძლავრესი ენერგეტიკული იარაღია,
იმღერებთ,მოუსმენთ,პოზიტიურს ,დადებითს-
ეს კარგი ,ეს დადებითი მოვა თქვენს ცხოვრებაში.
ნოსტალგია34
codeqsi
მინისტრიც ადამიანიაო, თანაც ზოგჯერ მსუბუქი ყოფაქცევისაო...
პ.ს. გუშინ რაგბში ინგლისის ნაკრების რამდენიმე წევრს შავი დღე დააყარეს ღამის კლუბში როგორ გაბედეთ შესვლაო და ლუდის წრუპვაო, ობლიკო მორალეს იმიჯი ლამის მთელ ქვეყანას შეუბღალეთო, ჰოდა ამაზე გამახსენდა ჩვენი მიშვეროჩკა... მაშინ არ იყო მიშმინისტრიო, აბუინდება ეხლა კარდუი, და კი, არ იყო, მარა ვინ დაიჯერებს, რომ შეიცვალა და ჩუმჩუმელად ეხლაც არ დაწანწალებს ამგვარ დახურულ მიშდაწესებულებებში ხალხზე ფიქრ-ზრუნვისგან ჰარდ- გადაღლილი ჰარდ-სარელაქსაციოდ? ის ვერ ასწავლეს მაგ საწყალს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტამოცანაა მსოფლიოში ცნება ჯორჯიის დამკვიდრება და ღრუსთულ-პუტანური ტერმინი გრუზია არცერთ ენაში აღარ ახსენოო (იმ ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტებს ახლახან რომ უბრახუნა და უბრახუნა ვ გრუზიი ეტოო და ვ გრუზიი ტოო) და უმაღლესი პოლიტ-თანამდებობის პირის დასტოინი ქცევის წესებს ისწავლიდა?... ან ვინ ასწავლიდა, ინტელიგენციის უდიდესი სპექტრის თავის მანიაკალურ ვაი-გონებაში ჩამრეცხავი მიშა?... კარდუს გარდა ვისაც ამის სჯერა, დაითვალეთ თქვენი თავები, ათამდე თვლა ქე გეცოდინებათ...
This post has been edited by Nostalgia34 on 29 Sep 2011, 20:05