ძალიან საინტერესო,მაგრამ რთულად პასუხგასაცემი
ტესტებია ბ-ნო თემის ავტორო!
ეს რომ ახსნა (გარდა იმისა,რომ უნდა იყო კარგი ანალიტიკოსი,
ვის შეუძლია მისი წაკითხვა?(ბევრი გვერდი დაჭირდება).
შესაძლებლობის ფარგლებში მოგაწვდით ჩემს სუბიექტურ აზრს.
1. რა გვაერთიანებს? -წარსული,საუკუნეების მანძილზე.
2.რა გვყოფს? -იგივე წარსული.ნიუტონის მესამე კანონივით
წარსულის ქმედებებმა,უკუქმედებები გამოიწვია.
3.პერსპექტივა ძნელად წარმომიდგენია უამრავი ფაქტორის
გათვალისწინებით და არა მარტო პოლიტიკური ლიდერე-
ბის აზრთასხვადასხაობის (ჭიდილის) გამო.ის რაც უახლოესი
ათეული წლების მანძილზე მოხდა დასავიწყებლად არის
ძნელი,დროის ფაქტორია.ტკივილის მინელების საშუალება თუ
მოგვეცა და შესაბამისად სათავეში სინქრონულად მოაზროვნე
ლიდერები,როგორც ამბობენ შეუძლებელი არაფერია,იქნება
ალბათ ურთიერთობა მეზობლური და არა სიყვარული
მეგობრული.
4. თუ ამ ორი სახელმწიფოს პოლიტიკურ ვექტორს დავაკვირდებით,
განსხვავებაც მანდაა,გემოვნება გვაქვს სხვადასხვა.
5..ჩვენ ვართ უძველსი ცივილიზაციის მატარებელი ერი,და საერთოდ
საუკეთესო ერი მთელს მსოფლიოში,მიუხედავად იმ პესიმიზმისა
გულგატეხილობისა და ლოყვების ხოკვისა,რომ ყველაზე ცუდები
ვართ,მე ძალიან ხმამაღლა ვიტყვი,რომ ყველას ვჯობივართ,ცოტა
შალაშინი გვინდა,ის ყოვლადმიუღებელი და არაფერშიგამოსადე-
ჩვევები ჩამოვიხვეწოთ,აი იმ ერთობამ რომ მოგვიტანა საუკუნეების
მანძილზე და სხვა ყველაფერი მოგვარებადია.
6. ისინი ვინ არიან?- ჩვენგან განსხვავებით ?-დიდი არაფერი .ბევრიც
არაფერი თუ ქვეყნის მასშტაბით გავზომავთ.. ისინი ბევრნი და.....
ჩვენ ცოტა და მაინც მაგრები.
7. ამ შემთხვევაში თუ სააკაშვილის სავარაუდო გაპრემიერებას გულისხმობთ,
ამაზე ეხლა ვერ გაგცემთ პასუხს.ჯერ მოხდეს თუ მოსახდენია და მერე
ვიდავოთ,მაგრამ იმედს ვიტოვებ ასე არ მოხდება.
8. პარტიის სიძლიერეზე თუ გაქვთ აქცენტი-
მე ვფიქრობ,რომ პარტია,რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს
თვითმყოფადობას,თუ არ აღვფრთოვანდებით მისით,პლიუსი მაინც
უნდა დავუწეროთ,იმათ მაინც სჯობია,ვინც შექმნის დღიდან მკვდრადშობილია.
პარტიის 'სიავ-კარგობაზე' არ გავაგრძელებ,მენდეთ სიტყვაზე,რომ
კარგად ვიცნობდ(დი) ამ სამზარეულოს წარსულში,ეხლა შეიძლება
ფასადი შეიცვალა,მარგამ მთავარი და აუცილებელი,რომ ბინძურია-ეს
დარჩა და ასე იქნება ყველა დროში.
იმედს და ენტევეს ვერ ვუყურებ მიზეზთა გამო,არა ვარ საქართველოში.
და არა იმიტომ,რომ ცუდია.მე იმ კატეგორიას განვეკუთვნები,რომელიც
ყველაფერს უყურებს,კითხულობს და მერე თავისთვის ფიქრობს,რომელი
ჯობია.
სააკაშვილი პუტინს რითი ჯობია?

-ყველაფრით (არ ჩამქოლოთ ეხლა)
ამ შემთხვევაში 'მიშისტი' კი არა ერთპიროვნული ვარ,ჩემი გლახა მირჩევნია
სხვის კარგს. მაგრამ,ლაშა ერთი წუთით დაივიწყეთ ყოველგვარი წყენა და
სიძულვილი მიშას მიმართ და ისე შეხედე ორივეს.
იბერია გაბრწყინდება.
რუსეთს ჯანდაბამდე
გზა ქონია.მე მინდა მოვესწრო მაგ დღეს,თორემ
რომ იქნება ასე,ეჭვიც არ მეპარება.
ამ სახელმწიფოს შინაგანი მდგომარეობა რომ შეადარო,უნდა იცოდე
შიგ რა ხდება.
ჩვენს (ჩემს( შემთხვევაში ამას მოკლებულნი ვართ.
მე კი მესმის და ვკითხულობ,რომ საქართველო დაღუპულია
თურმე,მაგრამ ისიც მესმის,რომ არც იქა ყვავის ცხოვრება,თუმცა
ამ შემთხვევაში,ხომ იცით როგორაა საქმე.გააჩნია როგორ გინდა
დაინახო,თორემ ისე,არცერთის ცხოვრება არ უქნია ღმერთს,ასე მგონია.
ესაა ჩემი 'უბეჟდენია' ბ-ნო ლაშა.
გუმორძგუას მარგალეფს დო სამარგალოს! ვოტ ტაკ ვოტ!