ბათუმში საზეიმო ვითარებაში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი "მაგნოლია" გაიხსნა
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრში, სანაპირო ზოლში მდებარეობს. 12 სართულიანი თანამედროვე შენობა ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში.
"მაგნოლია" 860 ბინასა და 79 კომერციულ ფართს აერთიანებს.
სასტუმროს ტიპის კომპლექსი ყველა შესაბამისი სერვისით - უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, დაცვის სამსახურით, დასუფთავებითა და ნომერში 24-საათიანი მომსახურებითაა უზრუნველყოფილი.
კომპლექსის საზეიმო გახსნის ღონისძიება, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი საინფორმაციო სახის პრეზენტაციას დაეთმობა. მოწვეული სტუმრები ბათუმის "მაგნოლიის" ყველა შესაბამის სერვისს გაეცნობიან, ხოლო მეორე ნაწილი გერმანიიდან მოწვეულ ავანგარდულ პოპ-ბენდს დაეთმობა.RazOhara and Odd Orchestr სტუმრებს საათნახევრიან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს.
ცნობისთვის, ბათუმის "მაგნოლიის" მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო: კომპანია "ცენტრ-პოინტმა" 800-ზე მეტი მობინადრის წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და ბინები დაპირებისამებრ, 2008 წელს ვერ ჩააბარა. "ცენტრ პოინტის" ვალდებულებები მენეჯმენტკომპანია "დექსუსმა" 2010 წლის სექტემბერში გადაიბარა და 2010 წლის ოქტომბერში ბათუმის "მაგნოლიაში" მშენებლობა განაახლა.
"დექსუსმა" "ცენტრპოინტის" მართვაში აღების შემდეგ უკვე 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაზე მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. 6 პროექტი უკვე დასრულდა და 1500 მობინადრე დაკმაყოფილდა. კომპანიის მიერ "ცენტრ-პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვით, 2013 წლის ბოლომდე "ცენტრპოინტის" ყველა მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს.
This post has been edited by F11 on 26 Sep 2011, 16:36
ბანი მადევს სამუდამო , ნიკი გაუქმებულია . რას მერჩორდი NASPER ?