ამ ბოლო დროს მჭირს სულ ასე.. დავიძინებ, სიზმარში გადის დღეები, აბსოლიტურად ყველა დეტალი მახსოვს, ყველა სახლი, ყველა ნივთი. ხდება მოვლენები რომელიც დღეებზეა "გაწერილი"...
ანუ სიზმარში გადამიდია საქმე მეორე დღისთვის, მერე სიზმარშივე დამიძინია და მეორე დღეს იმ საქმეზე წავსულვარ ასევე სიზმარში..

მოკლედ, აღარავითარი ბუნდოვანი და არაადეკვატური მოვლენები თუ რაღაც იშვიათობებს არ ჩავთვლით.. აბსოლიტურად ჩვეულებრივი სამყარო, თავის ჩვეულებრივი მოვლენებით.
ჰოდა რაშია ახლა საქმე.. გამეღვიძება მერე, შევხედავ საათს და ძილიდან სულ რაღაც 1 ან 2 საათია გასულია.
რამოდენიმე ხნის წინ სერიოზული შარიავიკიდე. დილის 5 იყო რომ დავიძინე, იმხელა სიზმარი ვნახე რომ გავიღვიძე და საათს შევხედე 7 იყო.. გამიკვირდა ამდენი ხანი როგორ მეძინათქო.. გამოვედი აივანზე.. კაციშვილი არაა. ქალაქი არის აბსოლიტურად მკვდარი.. არა და მაგ დროს ჩემს ეზოში მეორედ მოსვლაა ხოლმე. სერიოზულად შემეშინდა

შევბრუნდი სახლში, ტელეფონს დავხედე, არც ერთი ზარი.. არადა უნდა დაერეკათ.. ავტეხე რეკვა-კაციშვილი არ მპასუხობს... რაღა უნდა მექნა, ყავა გავიკეთე და კომპთან დავჯექი.
9 საათზე გავხედე ფანჯარას, მეთქი რატომ არ ბნელდება. 15 წუთში მზემ რომ მოაჭირა ფანჯარას, ვებრდღვენი ტელევიზორს და მერე მივხვდი რომ სულ 2 საათი მეძინა.
არადა ამ ორ საათში იქ სრულფასოვანი დღე გავატარე და ისე გავიღვიძე რა... ძილი რომ გეეემრიელად გეყოფა.
ადრე რაღაც დურაკულ მაგრამ დროის სივრცისთვის პატიოსნად თავსებად რაღაცეებს ვნახულობდი.. ახლა კიდევ ამერია ყველაფერი :დ
მართლა სერიოზულად მაწუხებს.. რომ ვიღვიძებ უკვე ისე ვარ შეჩვეული რომ იქაური სახლის პროექტის მიხედვით დავბოდიალობ ჩემს სახლში და მაგარ გატეხილში ვარ ეგრე რომ არაა. :დ
მოკლედ. ზუსტად 1-2 საათიან ძილში შემიძლია ვნახო სიზმრები რომელიც სიზმარში დღეები გრძელდება. ახლა, ხდება ეს ყოველდღე მაგრამ 3-4 დღეში ერთხელ, გამოწერილი მაქვს :დ
ჰოდა.. არ დამიმალოთ.. ვკვდები თუ რამე მჭირს :დ
მითხარით რომ თქვენც გჭირთ..
This post has been edited by ozzy_ka10 on 29 Sep 2011, 06:58
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------