სერჟ სარქისიანი საქართველოში ჩამოდისშემოდგომაზე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სომხეთში, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა ვიზიტმა, შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების განვითარებას ჩაუყაროს საფუძველი.
„ეს, სომხეთის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტია საქართველოში, რომლის ზუსტი თარიღი, ოქტომბრის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი“ – განმარტა ელჩმა.
თენგიზ შარმანაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებების საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობაში, ახალი ეტაპი იწყება. ხუთშაბათს, საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერი ხელმძღვანელობდა, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე განსაზღვრულია სომხურ–ქართული საპარლამენტო კომისიების შეხვედრებიც, რომლებიც ქვეყნებს შორის გარკვეულწილად შეფერხებული ურთიერთობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ, სომეხმა რესპუბლიკელებმაც მაღალი შეფასება მისცეს ჩვენი ქვეყნების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნეს, რომ საჭიროა არსებული პრობლემების გადალახვა საერთო ინტერესების გათვალისწინებით და თანამშრომლობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში.
სერჟ სარქისიანის საქართველოში ბოლო ვიზიტისას, განხილვის მთავარი თემები, ეკონომიკური თანამშრომლობა და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები იყო. აჭარაში სტუმრად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი, ბათუმში სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებსა და სომხური ეკლესიის მრევლსაც შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სომხურ დიასპორასთან შეხვედრა, ამჯერადაც იგეგმება.
სერჟ სარქისიანის მოსალოდნელი ვიზიტი, „პრესა.ჯი“–სთან, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმაც დაადასტურა. „ამის შესახებ პირველად ერევანში, სომეხმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. შემოდგომაზე, სერჟ სარქისიანის საქართველოში ვიზიტი მართლაც იგეგმება. ამაში უჩვეულო არაფერია.
საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, თურქეთთან და რაღა თქმა უნდა სომხეთთან, ამიტომ, პერმანენტულად ასეთი ვიზიტები ხდება ხოლმე. რაც შეეხება თანამშრომლობის საკითხებს, სომხეთ–საქართველოს შორის ეკონომიკური საკითხები პირველ პლანზეა და ამ კუთხით თანამშრომლობა, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“ – განაცხადა ვან ბაიბურთმა.
გერაგინას ჩამოსვლას რაც მოყვა კი ვნახეთ
და რა შეიძლება მოყვეს სარქისიანის ჩამოსვლა ? ნუთუ ჩვენი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება ?
This post has been edited by Joker13 on 29 Sep 2011, 20:13