ჩელიაბინსკის ღამის კლუბში პირველკურსელებმა ჩარიცხვა სექს-ორგიით აღნიშნეს

არამარტო რუსული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ვიდეომ, რომელიც ინტერნეტში გაჩნდა და სადაც აღნიშნულია, როგორ აღნიშნეს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა 16-17 წლის რუსმა გოგო-ბიჭებმა თავაშვებული სექსუალური ორგიით.
ზეიმი 14 სექტემბერს, ჩელიაბინსკის ღამის კლუბ „მეგაპოლისში“ ჩატარდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზეიმი და ქეიფი „გახურდა“, ახლადგასტუდენტებულები თავაშვებულ ორგიაზე გადავიდნენ.
სამოყვარულო ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტი გოგონები, თავდაპირველად იმპროვიზირებული კონკურსის ფარგლებში ქვედა საცვლის დემონსტრირებას ახდენენ, თუმცა, კონკურსი მალევე სცდება ყველანაირ ზღვარს და დამსწრეთა წამახალისებელი აპლოდისმენტების ფონზე წყვილები, არც მეტი, არც ნაკლები, ორალური სექსით კავდებიან. ვიდეო ინტერნეტში მომხდარით აღშფოთებულმა 17 წლის ბიჭმა გამოაქვეყნა. „იუთუბის“ ადმინისტრაციამ ვიდეო რამდენჯერმე წაშალა იმის გამო, რომ იგი აშკარად შეიცავს პორნოგრაფიის ელემენტებს.
http://#####.##/?m=3&AID=4406ვინმეს გააქვთ ეს ვიდეო ნანახი იუთუბიდან უკვე წაუშლიათ აქ უწერიათ ვიდეოს ლინკი მარა წაშლილია უკვე... This post has been edited by ჯ ა ნ ო on 29 Sep 2011, 18:04